კონფიდენციალურობის პოლიტიკა

იმისათვის, რომ ინფორმირებული იყოთ, რა ტიპის პერსონალური მონაცემები მუშავდება ჩვენს კომპანიაში მომხმარებლების შესახებ და როგორ ხდება მათი გამოყენება, გთხოვთ, გაეცნოთ წინამდებარე დოკუმენტს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ძირითადი პრინციპების შესაბამისად, კერძოდ: პერსონალურ ინფორმაციას ვამუშავებთ მხოლოდ იმ საფუძვლით, იმ მიზნით და მოცულობით, რაც კანონმდებლობით დადგენილია ჩვენი საქმიანობის განსახორციელებლად და ჩვენი რწმენით, მისი ადექვატური და პროპორციულია.

თქვენი კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩვენ ვიცავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც www.topdoctors.ge-ზე სტუმრობისას გროვდება და მუშავდება.

www.topdoctors.ge-ზე შემოსვლით თქვენ ეთანხმებით წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას. ამით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით ვებ-გვერდით სარგებლობის პირობებს და თანხმობას აცხადებთ მასზედ, რომ topdoctors.ge-ს გუნდმა, ან/და მასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა, პირებმა ან/და პარტნიორებმა, სხვადასხვა სახის ღონისძიებების, მათ შორის და არა მხოლოდ მარკეტინგული ან/და სარეკლამო აქციების შესახებ თქვენი ინფორმირების მიზნით, განახორციელონ ვებ-გვერდზე რეგისტრაციის დროს თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების (მათ შორის, სახელი, გვარი, ტელეფონი, ელ. ფოსტის მისამართი, საცხოვრებელი მისამართი) დამუშავება (შეგროვება, ჩაწერა, ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება ან გამჟღავნება მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფება ან კომბინაცია, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება).

აქვე ადასტურებთ, რომ გაქვთ სრული უფლება, ზემოთ მითითებული პირებისგან, ნებისმიერ დროს მოითხოვოთ თქვენს შესახებ მათ ხელთ არსებული პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, დამუშავებული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება, ასევე ასეთი ინფორმაციის გამოთხოვა და მისი გაცნობა, რაც დაუყოვნებლივ უნდა იქნას დაკმაყოფილებული ინფორმაციის დამმუშავებლის მიერ. მონაცემთა დამმუშავებელი ადასტურებს, რომ ინფორმაციის დამუშავება განხორციელდება მხოლოდ ამ მიზნების განსახორციელებლად და იგი ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ მისი უფლებამოსილი თანამშრომლებისათვის და არ მოხდება ასეთი პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნება ან მისი გადაცემა სხვა მესამე პირებისათვის, გარდა აქ მითითებული პირებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მონაცემთა დამმუშავებელი ადასტურებს რომ პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება და შენახვა განხორციელდება მხოლოდ მომხმარებლების ინფორმირების მიზნებისათვის და დამუშავებული მონაცემები დაუყოვნებლივ განადგურდება მომხმარებლის პირველივე მოთხოვნისთანავე. იმ შემთხვევაში, თუ არ აცხადებთ თანხმობას ყოველივე ზემოთაღნიშნულზე, გთხოვთ, არ განაგრძოთ საიტის სხვა გვერდებით სარგებლობა.

ჩვენი გუნდი მიიღებს ყველა აუცილებელ ორგანიზაციულ და ტექნიკურ ზომას, რათა თქვენი პერსონალური მონაცემები იყოს დაცული და არ მოხდეს მათი შემთხვევითი, მიზანმიმართული ან/და უკანონო გავრცელება ან მოხმარება არაუფლებამოსილ პირთა მიერ.

რომელი პერსონალური მონაცემები გროვდება ჩვენთან

ჩვენთან ხდება რამდენიმე კატეგორიის პერსონალური მონაცემების შეგროვება და დამუშავება. კერძოდ: მომხმარებლების შესახებ ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვღებულობთ უშუალოდ მათგან და რომელიც, როგორც წესი, არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი. ეს ინფორმაცია მოიცავს: სახელს, გვარს, მისამართს, სამუშაო ადგილს, საკონტაქტო ინფორმაციას. ინფორმაციას, რომელსაც ვაგროვებთ, ვიყენებთ იდენტიფიკაციისა და კონტაქტისთვის. გარდა ამისა, ჩვენთან მუშავდება ისეთი ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია პიროვნების ციფრული იდენტობის დასადგენად, რაც უზრუნველყოფს ვებ-პორტალის, როგორ სარეიტინგო სისტემის გამართულ და სამართლიან მუშაობას.

გაცნობებთ, რომ როდესაც www.topdoctors.ge-ს სტუმრობთ, ვაგროვებთ ინფორმაციას, რომელსაც თქვენი ბრაუზერი გზავნის. ის, შესაძლოა, შეიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას: თქვენი კომპიუტერის ინტერნეტ პროტოკოლის (IP) მისამართი; ბრაუზერის ტიპი; გვერდების მისამართები, რომლებიდანაც გვესტუმრეთ; თქვენი ვიზიტის დრო და თარიღი; პერიოდი, რომელიც გაატარეთ ჩვენს ვებსაიტზე თუ სხვა სტატისტიკა.

Cookies – “მზა ჩანაწერები”

ვებსაიტის სრულყოფის მიზნით www.topdoctors.ge იყენებს ე.წ. Cookie ფაილებს, რათა შევძლოთ თქვენზე მორგებული საინტერესო კონტენტის შემოთავაზება.

მოგროვებულ ინფორმაციას ვიყენებთ:

  • ვებ-გვერდის სტატისტიკის საწარმოებლად პროცესების, ველების და ვებ-გვერდის დიზაინის ოპტიმიზაციის მიზნით.
  • ვებ-გვერდის მომხმარებლების დაცვისა და თაღლითური ქმედებების პრევენციის მიზნით.
  • ვებ-გვერდზე მომხმარებელთანაკადის კონტროლისა და მარკეტინგული კამპანიების ეფექტურობის შესაფასებლად.
  • მოპოვებული ინფორმაცია საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ ვებ-გვერდის და მისი კომპონენტების ადაპტირებამომხმარებლის საჭიროებების მიხედვით.
  • ასევე cookies ფაილებს ვიყენებთ იმის დასადგენად თუ როგორ ხვდებიან მომხმარებლები ჩვენს ვებ-გვერდზე და Google Analytics-ის რეპორტების საწარმოებლად.

ჩვენ არ ვიყენებთ cookie ფაილებს და მომხმარებლის ქცევაზე  დაკვირვების შედეგად მიღებულ მონაცემებს პირადი ინფორმაციის შეგროვების მიზნით. თუ გსურთ შეზღუდოთ cookie ფაილები ან დაბლოკოთ ისინი ჩვენს ვებ-გვერდზე, ამის განხორციელება შეგიძლიათ თქვენი ბრაუზერის პარამეტრების შეცვლით. ვიზიტორებმა, რომელთაც არ სურთ იქონიონ Cookie ფაილები, ისე უნდა მომართონ თავიანთი ინტერნეტბრაუზერები, რომ მათ უარყონ Cookie ფაილები. გაცნობებთ, რომ აღნიშნული ფაილების დახმარების გარეშე, შესაძლოა, ვებსაიტმა გამართულად და სრულყოფილად არ იფუნქციონიროს.  იმ შემთხვევაში, თუ თქვენ Cookie პარამეტრების შეცვლის გარეშე განაგრძეთ www.topdoctors.ge -ზე ნავიგაცია, თქვენ ავტომატურად თანახმა ხართ, გამოვიყენოთ Cookie ფაილები.

მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის შესახებ

ჩვენ ვიყენებთ უსაფრთხოების ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას შემთხვევითი ან განზარახი უკანონო დამუშავების, დაკარგვის, განადგურების, შეცვლის, გამჟღავნების, მოპოვების ან გამოყენებისაგან. ვცდილობთ, ამ მიმართულებით უსაფრთხოების ღონისძიებების მუდმივ დახვეწას და დამუშავებას, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ინტერნეტის საშუალებით ინფორმაციის გადაცემისა და ელექტრონულად შენახვის არც ერთი მეთოდი გახლავთ 100%-ით საიმედო. მიუხედავად ჩვენი მცდელობებისა, ჩვენ არ შეგვიძლია მოგცეთ მისი სრული დაცულობის გარანტია.

სხვა ვებსაიტების ბმულები

www.topdoctors.ge , შესაძლოა, შეიცავდეს ბმულებს, რომელთაც სხვა ვებსაიტებზე გადაყავხართ. იმის გამო, რომ ამ გვერდებს ჩვენ არ ვაკონტროლებთ, გირჩევთ, გადახედოთ მათ “კონფიდენციალურობის პოლიტიკას” და მხოლოდ მას შემდეგ განაგრძოთ მისი გამოყენება.

რამდენ ხანს ვინახავთ პერსონალურ ინფორმაციას?

თქვენს პირად მონაცემებს ვინახავთ თქვენი მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში;

აგრეთვე, მომსახურების დასრულების შემდეგ 5 წლამდე ვადით შემდეგი მიზეზების გამო:

  • კითხვებსა და საჩივრებზე პასუხის გასაცემად
  • იმის დასამტკიცებლად, რომ ჩვენ სამართლიანად მოგექეცით
  • შესაბამისი რეგულაციების/წესების დაცვით აღრიცხვის წარმოების მიზნით

ჩვენ შეგვიძლია შევინახოთ თქვენი პირადი ინფორმაცია 5 წელზე მეტი ხნით, თუ მისი წაშლის ვალდებულება არ გვაქვს სამართლებრივი ან ნორმატიული მიზეზების გამო. თუ ფიქრობთ, რომ ჩვენთან შენახული თქვენი ნებისმიერი მონაცემი არასწორი ან არასრულია, გთხოვთ დაგვიკავშირდით თქვენი ეჭვების დასაფიქსირებლად. ჩვენ ყველა გონივრულ ზომას მივიღებთ, რომ შევამოწმოთ და გამოვასწოროთ ეს ხარვეზი. თქვენ უფლება გაქვთ, არ დაეთანხმოთ ჩვენ მიერ თქვენი პირადი მონაცემების გამოყენებას, ან მოითხოვოთ მათი წაშლა, ამოღება ან გამოყენების შეწყვეტა, თუ ჩვენ არ გვაქვს მათი შენახვის საკანონმდებლო საფუძველი.

თქვენი კანონიერი უფლებების შესახებ

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენ უფლება გაქვთ: მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ მონაცემთა დამუშავების თაობაზე - მუხლი 21 (1); მოითხოვოთ თქვენ შესახებ არსებულ მონაცემთა გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება - მუხლი 22 (1); უარი განაცხადოთ თქვენ მიერვე გაცემულ თანხმობაზე და მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებული მონაცემების განადგურება - მუხლი 25 (1); ნებისმიერ დროს, მოითხოვოთ თქვენ შესახებ მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის გამოყენების შეწყვეტა - მუხლი 8 (4). თუ გსურთ კანონმდებლობით თქვენთვის მინიჭებული უფლების განხორციელება, ეს შესაძლებელია წერილობით, ზეპირად ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე (+995 579916030) ან მოგვწეროთ ამის შესახებ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript..

ცვლილებები “კონფიდენციალურობის პოლიტიკაში”

www.topdoctors.ge-ს აქვს უფლება, დროდადრო შეცვალოს თავისი მონაცემთა დაცვის პოლიტიკის დოკუმენტი. გირჩევთ, ხშირად შეამოწმოთ ვებსაიტი კონფიდენციალურობის პოლიტიკის ცვლილებებზე. თუ შეუმოწმებლად განაგრძობთ ვებსაიტით სარგებლობას, ეს ნიშნავს, რომ ეთანხმებით ამგვარ ცვლილებებს.

კონტაქტი

კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით.