დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების სახელმწიფო პროგრამა

"ყურადღება!   პროფესიული განვითარების საბჭოს 2021 წლის 16 ივლისის N13 სხდომის გადაწყვეტილებით, დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ცხადდება იმ მაძიებლების განაცხადების მიღება, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა, მოპოვებული აქვთ საექიმო სპეციალობის მაძიებლის მოწმობა და აქვთ მზაობა, გაიარონ დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების)/სარეზიდენტო პროგრამა საექიმო სპეციალობებში: ,,ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია“ (კვოტა 1), ,,პედიატრია’’ (კვოტა 4), ,,ზოგადი ქირურგია’’ (კვოტა 3), ,,გადაუდებელი მედიცინა“ (კვოტა 2), ,,საოჯახო მედიცინა’’ (კვოტა 5)  და მისი დასრულების შემდეგ მუშაობა განაგრძონ ,,ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მაღალმთიანი და საზღვრისპირა მუნიციპალიტეტების სამედიცინო დაწესებულებებში.   შერჩეულ კანდიდატებთან დადებული იქნება ხელშეკრულება, დიპლომისშემდგომი მზადების დასრულებისა და სახელმწიფო სერტიფიკატის მინიჭების შემდეგ,  განსაზღვრულ,   მაღალმთიანი და საზღვრისპირა რეგიონების მუნიციპალიტეტების სამედიცინო დაწესებულებებში შესაბამისი სპეციალობით, არანაკლებ 3 წლის ვადით, დასაქმების პირობით.                  რეგისტრაციისათვის წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:   ა) შესაბამისი განცხადება; ბ) ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი გ) ავტობიოგრაფია (CV); დ) სამოტივაციო წერილი; ე) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ვ)სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის/მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს რეკომენდაცია.   შენიშვნა: 1) თითოეული საექიმო სპეციალობის მიხედვით, კვოტით განსაზღვრულზე მეტი განაცხადის შემთხვევაში, ჩატარდება საკონკურსო შერჩევა;   2) უპირატესობა მიენიჭებათ იმ მაძიებლებს, რომელებსაც ერთიან დიპლომისშემდგომ საკვალიფიკაციო გამოცდაზე მიღებული აქვთ მაღალი შეფასება.   აღნიშნული პირობების თანხვედრის შემთხვევაში, თითოეულ კანდიდატთან ჩატარდება გასაუბრება. გასაუბრებისას შეფასდება კანდიდატის პროექტში ჩართულობის მოტივაცია და მუნიციპალიტეტში დასაქმების მზაობა;   განაცხადების მიღება:  ა.წ.  16 ივლისიდან   26 ივლისის  ჩათვლით  მის. თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. 144. სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო. ტელ. 272-53-74,  272-53-84.               "

საავტორო უფლება

© სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო

ღვიძლის გადანერგვის ქირურგიული ტექნიკა
 

By accepting you will be accessing a service provided by a third-party external to https://topdoctors.ge/