კლინიკური სიმპტომები პანკრეატიტის დროს

  • ვოსკრესენსკის სიმპტომი:

მწვავე პანკრეატიტის შესაძლო სიმპტომია: მუცლის აორტის პულსაციის გაქრობა ეპიგასტრიუმის მიდამოში.

  • გუბერგრიცის სიმპტომი:

კუჭქვეშა ჯირკვლის კუდის ანთების ნიშანია: მტკივნეულობაა, რომელიც ჭიპიდან 6სმ-ით ზემოთ, ჭიპისა და მარცხენა იღლიის ფოსოს შემაერთებელი ხაზის გასწვრივ, მდებარე წერტილზე ზეწოლის დროს აღიძვრება.

  • დეჟარდენის სიმპტომი:

მწვავე პანკრეატიტის სიმპტომია: მტკივნეული წერტილებია ჭიპიდან 10 სმ-ით ზემოთ, მარჯვენა სწორი კუნთის გასწვრივ.

  • ჯანელიძის სიმპტომი:

ეპიგასტრიუმის მიდამოში პალპატორული ჩაღრმავების(ღრმა პალპაციაზე გადასვლის) დროს, თუ ტკივილის ინტენსივობა მცირდება, ეს მიოკარდიუმის ინფარქტზე მანიშნებელია, ხოლო თუ ტკივილი ძლიერდება - ეს პანკრეატიტის არსებობაზე მიგვანიშნებს.

  • ზახარინ-ჰედის ზონები:

დამახასიათებელია პანკრეატიტისათვის: კანის ჰიპერესთეზიის ზონებია ზურგში, გულმკერდის VIII-IX მალების დონეზე.

  • მახოვის სიმპტომი:

გამოავლენენ მწვავე პანკრეატიტის დროს: ჰიპერესთეზიის ზონაა ჭიპს ზემოთ.

  • ონისკივის სიმპტომი:

დაიკვირვება მწვავე პანკრეატიტის დროს: მარცხენა წვივის ქვედა მესამედის წინა-შიგნითა ზედაპირზე ზეწოლის დროს მკვეთრად ძლიერდება ტკივილი ეპიგასტრიუმის მიდამოში.

  • პჩელინოის სიმპტომი:

მწვავე პანკრეატიტის რენტგენოლოგიური ნიშანია: ქრება მარცხენა წელის კუნთების რენტგენოლოგიური კონტურის სიმკვეთრე - კუჭქვეშა ჯირკვლიდან შეშუპების რეტროპერიტონეულ შემაერთებელ ქსოვილში გავრცელების შედეგად.

  • რაზდოლსკის სიმპტომი:

მწვავე პანკრეატიტის დროს - მტკივნეულობაა კუჭქვეშა ჯირკვლის პროექციაზე პერკუსიის წარმოებისას.

  • ტუჟილინის სიმპტომი: „წითელი წვეთების" სიმპტომი:

ქრონიკული პანკრეატიტის შესაძლო ნიშანია: მკვეთრი მოწითალო ლაქები (წვრილი სისხლძარღვების ანევრიზმები) მუცლის, მკერდისა და ზურგის კანზე.

  • ჩუხრიენკოს სიმპტომი:

მწვავე პანკრეატიტის ნიშანია: ტკივილია, აღმოცენებული მუცლის წინა კედელზე ბიძგისებური ზეწოლისას, რომელსაც აწარმოებენ ქვემოდან ზემოთ და წინიდან უკან ხელისგულით, რომელიც მოთავსებულია მუცელზე განივად - ჭიპს ქვემოთ და ოდნავ მარცხნივ.

  • ბალსერის სიმპტომი:

სინონიმებია: ბალსერის ნეკროზი; კუჭქვეშა ჯირკვლის ცხიმოვანი ნეკროზი:

დაიკვირვება მწვავე ჰემორაგიული პანკრეატიტის ან ჯირკვლის ჭრილობის დროს: ნეკროზის კერები კუჭქვეშა ჯირკვლის ცხიმოვან ქსოვილში, რეტროპერიტონეულ ცხიმოვან ქსოვილში, ბადექონში და კანქვეშა ცხიმში - ითვლება ლიპაზების აქტივაციისა და ცხიმოვანი ქსოვილის აუტოლიზის შედეგად. ნეკროზულ კერებში ცხიმოვან მჟავებსა და კალციუმის მარილებს პოულობენ.

  • კულენის სიმპტომი:

დაიკვირვება პაციენტებში მწვავე პანკრიატიტით: მოყვითალო-ციანოზური შეფერილობაა ჭიპის არეში.

  • დევისის სიმპტომი:

მწვავე პანკრეატიტის შესაძლო ნიშანია: პეტექიები დუნდულების არეში.

  • ფიტცის სინდრომი:

სინონიმი: მწვავე ჰემორაგიული პანკრეატიტი:

გამოვლინდება მწვავე, მოვლითი ტკივილებით ეპიგასტრიუმის არეში, რომელიც ირადირებს ზურგში; მუცლის ზედა ნახევრის შებერვით; გულისრევით, ღებინებით, ცხელებით. შესაძლებელია გლუკოზურია, ჰიპოგლიკემია, ბილირუბინემია. დიაგნოზს ადასტურებს ამილაზის მომატებული შემცველობა სისხლის პლაზმაში და დიასტაზას დონის მომატება შარდში.

  • გობიეს სიმპტომი:

გამოლინდება რენტგენოლოგიურად, მწვავე პანკრეატიტით დაავადებულებში: რეფლექსური პარეზი და მსხვილი ნაწლავის შებერვა, განსაკუთრებით, განივი კოლინჯის მონაკვეთის. ამასთან, კლოიბერის ფიალები არ ვლინდება!

  • გროტის სიმპტომი:

ქრონიკული პანკრეატიტის ნიშანია: კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის ატროფიული „ქამრის" არსებობაა კუჭქვეშა ჯირკვლის მდებარეობის შესაბამის დონეზე.

  • გრეი-ტურნერის სიმპტომი:

დაიკვირვება მწვავე პანკრეატიტის დროს: მუცლის კანის ციანოზი.

  • გრიუნვალდის სიმპტომი:

მწვავე პანკრეატიტის შესაძლო ნიშანია: ეკქიმოზები და პეტექიებია ჭიპის ირგვლივ, დუნდულების მიდამოში - პერიფერიული სისხლძარღვების დაზიანების შედეგია.

  • ჰოლსტედის სიმპტომი, გრეი-ტურნერის სიმპტომი:

მწვავე პანკრეატიტის ნიშანია: სხეულის პერიფერიულ ნაწილებში კანის სუსტად მოლურჯო ან მარმარილოსებრი შეფერილობა (კაპილარების ტოქსიური დაზიანების შედეგი).

  • ჰერფორდ-ლეტოშნიკის სიმპტომი:

გამოავლენენ მწვავე პანკრეატიტის დროს: ნეიტროფილური ლეიკოციტოზი სისხლში აბსოლუტურ ლიმფოპენიასთან ერთად.

  • ჯონსტონის სიმპტომი:

მწვავე პანკრეატიტის სიმპტომია: ჭიპის მოყვითალო-მოლურჯო შეფერვა.

  • კაჩის სიმპტომი:

ქრონიკული პანკრეატიტის ნიშანია: კანის ჰიპერესთეზიაა გულმკერდის მე-7 სეგმენტის ინერვაციის ზონებში, მარცხნივ.

  • კორტეს სიმპტომი:

მწვავე პანკრეატიტის ნიშანია: მტკივნეულობისა და მუცლის კედლის რეზისტენტობის არსებობაა ქამრისებურად - კუჭქვეშა ჯირკვლის ანატომიური მდებარეობის პროექციაზე - ჭიპიდან 6-7 სმ.-ით მაღლა!

  • ლაგერლოფის სიმპტომი:

სახის ციანოზია მწვავე პანკრეატიტის მქონე პაციენტებში.

  • მეიო-რობსონის სიმპტომი:

მწვავე პანკრეატიტის სიმპტომი: ტკივილი მარცხენა ნეკნ-ხერხემლის კუთხეში პალპაციისას.

  • მეიო-რობსონის წერტილი:

გამოავლენენ პანკრეატიტის დროს, მტკივნეულობით ჭიპისა და მარცხენა ნეკნთა რკალის შუა წერტილის შემაერთებელი ხაზის გარეთა და შუა მესამედების საზღვარზე.

  • მონდორის სიმპტომი:

მწვავე პანკრეატიტის ნიშანია: იისფერი ლაქების არსებობაა სახისა და სხეულის კანზე.

  • ნიდნერის სიმპტომი:

მწვავე პანკრეატიტის ნიშანია: მუცლის მთლიანი ხელისგულით პალპაციისას, კარგად შეიგრძნობა აორტის პულსაცია მარცხენა ფერდქვეშა არეში.

  • პოპელის სიმპტომი:

დაიკვირვება კუჭქვეშა ჯირკვლის ანთების დროს: კონტრასტული რენტგენოლოგიური კვლევისას გამოვლენილი 12 გ/ნ-ის დიდი დვრილის შეშუპება!

  • პრეიონის სიმპტომი:

მწვავე პანკრეატიტის ნიშანია: მტკივნეული წერტილების არსებობაა ჭიპიდან ორი თითის სიგანით ზემოთ და ერთი თითის სიგანით მარცხნივ.

  • ტობიას სიმპტომი:

მწვავე პანკრეატიტის ირიბი (არაპირდაპირი) რენტგენოლოგიური ნიშანია: განივი კოლინჯის შებერილობა და წელის მარცხენა კუნთების კონტურის „გადღაბნილობა"!

სინდრომები:

  • ედელმანის სინდრომი - პანკრეოჰეპატიკური სინდრომი:

ქრონიკული პანკრეატიტის შერწყმაა კანის, ნევროლოგიურ და ფსიქიკურ სიმპტომებთან: ქრონიკული პანკრეატიტის სიმპტომები, კახექსია, კანის ატროფია, დიფუზური მოყავისფრო პიგმენტაცია, ფოლიკულური ჰიპერკერატოზი, პეტექიური სისხლჩაქცევები, თვალის კუნთების დამბლა, ვესტიბულური დარღვევები; ხშირად პოლინევრიტები. ხშირია ფსიქიკის სხვადასხვაგვარი მოშლილობებიც.

  • ვესტფალ-ბერნჰარდის სინდრომი:

სიმპტომთა ტრიადაა, რომელიც დამახასიათებელია ფატერის დვრილის პირველადი, მასტენოზირებელი ანთებისთვის: მორეციდივე ცხელებები, ნაღვლის კოლიკები და გარდამავალი სიყვითლე. რენტგენოლოგიურად - ნაღვლის ქვები არ ვლინდება; საბოლოოდ დიაგნოზი მხოლოდ ოპერაციის დროს დასტურდება - შემდგომში ვითარდება ღვიძლის ქოლესტატიური ციროზი.



ანკრეასის დაავადებები

პანკრეასი

მწვავე პანკრეატიტი

კითხვის გაგრძელება

საავტორო უფლება

© TOPDOCTORS.GE

  24 ნახვა

ქოლეცისტიტთან ასოცირებული სინდრომები

  • ბარ-პიკის სინდრომი; კურვუაზიე-ტერიერის სინდრომი:

სიმპტომოკომპლექსია, რომელიც ვითარდება სანაღვლე სადინრებზე გადიდებული კუჭქვეშა ჯირკვლის ზეწოლის გამო: პანკრეასის სიმსივნის ჩვეული სიმპტომებია - ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის გადიდება, რაც, ჩვეულებრივ, კარგად ისინჯება. ქრონიკული, პროგრესირებადი, ობსტრუქციული (ღვიძლშემდგომი) სიყვითლე, აქოლია; მოგვიანებით სტადიებში კი - კახექსიაც.

  • ფიც-ჰიუს სინდრომი:

სინონიმები: სტოიანოს ფერდქვეშა სინდრომი; მუცლის ზედა ნახევრის გონოკოკური პერიტონიტი; ფიც-ჰიუ-კურტისის სინდრომი:

სინდრომს შეუძლია მწვავე ქოლეცისტიტის სიმულირება: ტკივილია მუცლის ზედა ნახევარში, მარჯვნივ; გულისრევა, ღებინება, სიცხე, შემცივნება, ოფლიანობა, თავის ტკივილი. ემართებათ ახალგაზრდა ქალებს, რომლებსაც მენჯის ორგანოების გონოკოკური ანთება აქვთ!

  • მირიცის სინდრომი:

მირიცის დაავადება; ღვიძლის სადინრის სტენოზი:

ნაღვლის საერთო სადინრის სხვადასხვა ეტიოლოგიის (სპაზმი, ანთება, სიმსივნე, კენჭები) დახშობის კლინიკური სურათის საერთო სახელწოდებაა: განუსაზღვრელი ლოკალობის ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშ და ეპიგასტრიუმში, გულისრევა, ღებინება, ჰიპერბილირუბინემია; ხშირად ისინჯება ხოლმე გადიდებული და მტკივნეული ნაღვლის ბუშტიც; ხშირად - მწვავე მუცლის კლინიკაც აღინიშნება ხოლმე.

  • ოსლერის სინდრომი:

ნაღვლ-კენჭოვანი დაავადებით ავადმყოფებში - გარდამავალი სიყვითლე, შემცივნებითა და შეჟრჟოლებით.

  • ვილლიარის სინდრომი; ვილლიარის ტრიადა:

დამახასიათებელია ქოლედოქოლითიაზისათვის: კოლიკაა მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში, სიცხე და სიყვითლე.

  • ვალტერ-ბომანის სინდრომი:

ვითარდება ქოლეცისტექტომიის ან ქოლეცისტოდუოდენოსტომიის შემდეგ: ხასიათდება ტაქიკარდიით, ჰიპოთერმიით, მოხრჩობით, კანის საფარველის სიფერმკრთალით. შესაძლებელია ლეტალური გამოსავალიც. 

კითხვის გაგრძელება

საავტორო უფლება

© TOPDOCTORS.GE

  31 ნახვა

კლინიკური სიმპტომები ქოლეცისტიტის და ნაღვლ-კენჭოვანი დაავადების დროს

მწვავე ფლეგმონური ქოლეცისტიტი, ნაღვლის ბუშტის ემპიემა - უზარმაზარი ზომის (22x7სმ) დაჭიმული, მკვეთრად გასქელებულ კედლებიანი, ჩირქით სავსე, ფლეგმონური ნაღვლის ბუშტი. 



ოლეცისტიტი


ქოლეცისტოპანკრეატიტი


ნაღვლის კენჭების პათოგენეზი

  • Ø აიზენბერგის სიმპტომი:

ტკივილის ირადიაცია ნაღვლის ბუშტის არეში, მარჯვენა ბეჭზე კუთხით მიმართული დაკაკუნების დროს. დაიკვირვება ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს.

  • Ø ბერეზნეგოვსკი-ელეკერის სიმპტომი:

მწვავე ქოლეცისტიტის ნიშანია: ტკივილების ირადიაცია მარჯვენა წინამხარში.

  • Ø ბოტკინის სიმპტომი: სინონიმი: ქოლეცისტო-კორონარული სინდრომი

კარდიალგიაა, რომელიც დაიკვირვება ქოლეცისტიტის დროს. გამოვლინდება ჩხვლეტითი, მოჭერითი ტკივილით გულის, მარცხენა ბეჭისა და მარცხენა მხრის არეში, რომელიც ირადირებს მუცლის ზედა ნახევრიდან. ხშირად წინ უსწრებს ხოლმე ნაღვლ-კენჭოვან კოლიკას ან თანხვდება მას. შესაძლებელია ელექტროკარდიოგრაფიული ცვლილებების არსებობაც!

  • Ø ვოლსკის სიმპტომი:

ქოლეცისტიტის ნიშანია: მტკვინეულობაა მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში ხელისგულის ნეკნით ირიბი მიმართულებით - ქვემოდან ზემოთ მსუბუქი დარტყმის დროს!

  • Ø ზახარინის სიმპტომი:

ქოლეცისტიტის ნიშანია: ტკივილია ნაღვლის ბუშტის საპროექციო არეზე ზეწოლისა ან დაკაკუნების დროს.

  • Ø კარავაევ-სპექტორის სიმპტომი:

ქოლეცისტიტის ნიშანია: ჭიპის ასიმეტრიაა - მისი ცდომა მარჯვნივ და ზემოთ - მუცლის მარჯვენა ნახევრის კუნთთა კონტრაქტურის გამო.

  • Øკარავანოვის სიმპტომი: სინონიმი: ხველითი ბიძგის სიმპტომი

გამოავლენენ მწვავე ქოლეცისტიტის დროს: მარჯვენა ხელის თითებით ფრთხილი, ნელი მოძრაობით ჩააჭერენ ნაღვლის ბუშტის საპროექციო არეში (მუცლის სწორი კუნთის გარეთა კიდიდან გარეთ, ნეკნთა რკალის ქვეშ). აღმოცენებული ტკივილი თანდათანობით წყნარდება (თითებს არ აშორებენ), რის შემდეგაც ავადმყოფს სთხოვენ, რომ ჩაახველოს. რის შედეგადაც მარჯვენა ფერდქვეშა არეში აღმოცენდება მკვეთრი ტკივილი, რაც აიძულებს პაციენტს რეფლექსურად„გამოაცალოს" სხეული ექიმის ხელს.

  • Ø ლიდსკის სიმპტომი:

ქრონიკული ქოლეცისტიტის ნიშანია: მსუბუქი პალპაციისას მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში განისაზღვრება მარცხენა ფერდქვეშა მიდამოსთან შედარებით დაქვეითებული წინააღმდეგობის უნარიანობა.

  • Ø ლიახოვიცკის სიმპტომი: მახვილისებრი მორჩის ფენომენი

ქოლეცისტიტისა და ნაღვლ-კენჭოვანი დაავადების შესაძლო ნიშანია: ტკივილია, რომელიც აღმოცენდება მახვილისებრი მორჩის მარჯვენა კიდეზე უმნიშვნელო ზეწოლისა და მისი ზემოთ გადანაცვლების მცდელობისას.

  • Ø ობრაზცოვის სიმპტომი:

ქოლეცისტიტის ნიშანია: ტკივილია, რომელიც აღმოცენდება ღრმა პალპაციისას ჩასუნთქვის დროს.

  • Ø სკვირსკის სიმპტომი:

ქოლეცისტიტის ნიშანია: ტკივილების აღმოცენებაა მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში თითების ნეკნებით ხერხემლის მარჯვნივ, გულმკერდის IX-XI ნეკნების დონეზე პერკუსიისას.

  • Ø ფიოდოროვის სიმპტომი:

ღვიძლშიდა სანაღვლე სადინრების დახშობის ნიშანია: სიყვითლის გამოვლინებაა ბუნებრივად შეფერილიგანავლოვანი მასების პირობებში (დაავადების დასაწყისში).

  • Øაშოფის სიმპტომი: აშოფის ნაღვლის ბუშტი

„გაჩერებული" (შეგუბებული) ნაღვლის ბუშტი, რომელიც გამოვლინდება ნაღვლ-კენჭოვანი კოლიკით, გულისრევით, ღებინებით. დაიკვირვება ნაღვლდენის დაბრკოლების არსებობისას.

  • Ø ბოას სიმპტომი:

ქოლეცისტიტის ნიშანია: ჰიპერესთეზიის უბანია წელის მიდამოში. მტკივნეულობაა, რომელიც გამოვლინდება წელის არეში, გულმკერდის VIII-X მალების დონეზე, მარჯვნივ თითებით ზეწოლის დროს.

  • Ø კადენას სიმპტომი:

იყენებენ ნაწლავის ინვაგინაციისა და აპენდიციტის დიფერენციაციისთვის: ხშირი ტენეზმები და თხევადი განავლოვანი მასები მოზრდილებში დამახასიათებელია ნაწლავთა ინვაგინაციისათვის.

  • Ø კურვუაზიეს სიმპტომი:

ნაღვლის საერთო სადინრის დახშობის შესაძლო ნიშანია: მექანიკური სიყვითლის მქონე პაციენტებთან ძლიერ გადიდებული ნაღვლის ბუშტის არსებობა.

  • Øშოფარას სიმპტომი: შოფარას ზონა

დაიკვირვება ნაღვლის ბუშტისა და კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებების დროს: მტკივნეულობაა შოფარას ზონაში. მას განსაზღვრავენ მუცლის კედლის ზედა მარჯვენა კვადრანტის იმ კუთხის ბისექტრისით გაყოფით, რომელიც წარმოიქმნება ჭიპზე გამავალი ორი, ურთიერთპერპენდიკულარული ხაზების გადაკვეთის შედეგად, რომელთაგან ერთ-ერთიც სხეულის შუა ხაზია.

  • Ø იონაშის სიმპტომი:

ქოლეცისტიტისა და ნაღვლ-კენჭოვანი დაავადების ნიშანია: მტკივნეულობაა კეფის მიდამოში ზეწოლისას, ტრაპეციული კუნთების მიმაგრების ადგილას, იქ, სადაც კეფის ნერვი გადის.

  • Ø კერის სიმპტომი:

ქოლეცისტიტის ნიშანია: ტკივილია, რომელიც აღმოცენდება მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოს პალპაციის დროს შესუნთქვისას.(კერის წერტილი: - წერტილია, რომელიც მდებარეობს მარჯვენა სწორი კუნთის გარეთა კიდისა და ნეკნთა რკალის გადაკვეთის წერტილში. შეესაბამება ნაღვლის ბუშტის პროექციას და მტკივნეულია მისი დაავადებების დროს).

  • Ø მილცერ-ლაიონის სიმპტომი:

დაიკვირვება ჰეპატოქოლეცისტიტის დროს: ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში, ზედმეტად ცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ.

  • Ø მერფის სიმპტომი:

ნაღვლის ბუშტის პათოლოგიების ნიშანია: თანაბრად ჩააჭერენ მარჯვენა ხელის დიდ (ცერა) თითს ნაღვლის ბუშტის საპროექციო არეში და პაციენტს სთავაზობენ ღრმად ჩასუნთქვას; ამ დროს მას ერთგვარადუწყდება დაწყებული ჩასუნთქვა ძლიერი ტკივილის აღმოცენების გამო.

  • Ø მიუსის სიმპტომი:

ნაღვლის ბუშტის დაზიანების (უხშირესად ქოლეცისტიტის) ნიშანია: მტკივნეულობაა მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი კუნთის ფეხებს შორის ზეწოლისას.

  • Ø ორტნერის სიმტომი:

ღვიძლისა და ნაღვლგამომტანი გზების დაავადებების ნიშანია: მარჯვენა ნეკნთა რკალზე ხელისგულის კიდით დაკაკუნება ტკივილს იწვევს!

  • Ø რიდელის სიმპტომი:

ნაღვლ-კენჭოვანი დაავადებით დაავადებულ ავადმყოფთან ნაღვლის ბუშტის გადიდების ნიშანია: ნაღვლის ბუშტის უმნიშვნელოდ გადიდებისას, პალპაციით შეიგრძნობა მის ზემოთ არსებული ღვიძლის წილაკი, რასაც შეცდომით მიიჩნევენ ხოლმე თავად ნაღვლის ბუშტად.

  • Ø რისმანის სიმპტომი:

ქოლეცისტიტის ნიშანია: ავადმყოფს სთხოვენ ღრმა ჩასუნთქვის შემდეგ შეიკავოს სუთქვა და ამის შემდეგ ხელისგულის კიდით აწარმოებენ მოკლე დარტყმებს მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში; ანთებადი ნაღვლის ბუშტის შემთხვევაში ავადმყოფი განიცდის მწვავე ტკივილს.

  • Øვესტფალ-ბერნჰარდის სიმპტომი:

შესაძლო ნაღვლ-კენჭოვანი დაავადების რენტგენოლოგიური ნიშანია: ოდის სფინქტერის სპასტიკური მდგომარეობა!


ფლეგმონური ნაღვლის ბუშტი მრავლობითი კენჭებით

განგრენული (დესტრუქციული) ნაღვლის ბუშტი დიდი ზომის კენჭით

ფლეგმონურ-განგრენული ნაღვლის ბუშტი კენჭებით

ფლეგმონური ნ./ბუშტი სხვადასხვა ფერის კენჭებით

დესტრუქციული (განგრენული) ნაღვლის ბუშტი - დიდი ზომის კენჭით

ფლეგმონური ნაღვლის ბუშტი ძალიან ბევრი (100 მეტი) კენჭით

დესტრუქციული ნაღვლის ბუშტი „ქვირითის“ ფორმის ქოლესტერინული კენჭებით

ფლეგმონური ნაღვლის ბუშტი სწორკუთხა, ლამაზი კენჭებით

ფლეგმონური ნაღვლის ბუშტი სწორკუთხა, ლამაზი კენჭებით

დესტრუქციული (განგრენული) ნაღვლის ბუშტი უამრავი „მარგალიტისებრი“ კენჭებით

ფლეგმონური ნაღვლის ბუშტი მრავლობითი, მრავალკუთხა კენჭებით

კითხვის გაგრძელება

საავტორო უფლება

© topdoctors.ge

  28 ნახვა

კლინიკური სიმპტომები ნაწლავთა მწვავე გაუვალობის დროს

  • ბაბუკის სიმტომი

ნაწლავთა ინვაგინაციის შესაძლო ნიშანია: თუკი ოყნის შემდეგ გამოყოფილ, გამონარეცხ წყლებში სისხლი არ არის, მაშინ აწარმოებენ მუცლის პალპაციას 5 წუთის განმავლობაში. ინვაგინაციის დროს, ხშირად განმეორებითი სიფონური ოყნის შემდეგ წყალს ხორცის ნახარშის შეფერილობა აქვს.

  • კარევსკის სინდრომი

დაიკვირვება ნაღვლის ქვებით გამოწვეული ნაწლავური გაუვალობის დროს: მწვავედ მიმდინარე ნაწილობრივი და სრული ობტურაციული ნაწლავური გაუვალობა.

  • ობუხოვის საავადმყოფოს სიმპტომი; ჰოჩენეგის სიმპტომი

სიგმური ნაწლავის შემოგრეხის ნიშანია: სწორი ნაწლავის გაფართოებული და ცარიელი ამპულა რექტალური გასინჯვისას.

  • რუშის სიმპტომი

დაიკვირვება მსხვილი ნაწლავის ინვაგინაციის დროს: ტკივილისა და ტენეზმების აღმოცენება, მუცელში არსებული ძეხვისმაგვარი სიმსივნის პალპაციის დროს.

  • სპასოკუკოცკის სიმპტომი

ნაწლავური გაუვალობის შესაძლო ნიშანია: აუსკულტაციურად განისაზღვრება ვარდნილი წვეთის ხმა.

  • სკლიაროვის სიმპტომი

მსხვილნაწლავოვანი გაუვალობის ნიშანია: გადაჭიმულ და გადაბერილ სიგმურ ნაწლავში განისაზღვრება შხეფის ხმა.

  • ტიტოვის სიმპტომი

შეხორცებითი გაუვალობის სიმპტომია: ოპერაციის შემდგომი ნაწიბურის გასწვრივ, თითებით აიღებენ კან-კანქვეშა ქსოვილოვან ნაკეცს და სწრაფად წამოსწევენ მაღლა, რის შემდეგაც ნელა დაუშვებენ. აღმოცენებული მტკივნეულობის ადგილი მიუთითებს შეხორცებითი გაუვალობის ადგილმდებარეობაზე. სუსტად გამოხატული რეაქციის დროს, აწარმოებენ წამოწეული ნაკეცის რამოდენიმეჯერ მკვეთრ, ბიძგისებრ შერხევას.

  • ალაპის სიმპტომი

მუცლის კედლის უმნიშვნელო დაჭიმულობა ან დაჭიმულობის არარსებობა ნაწლავთა ინვაგინაციის დროს.

  • ანშიუტცის სიმპტომი

ბრმა ნაწლავის შებერვა მსხვილი ნაწლავის დისტალური ნაწილების გაუვალობის დროს.

  • ბაიერის სიმპტომი

მუცლის ასიმეტრიული შებერვა: დაიკვირვება სიგმური ნაწლავის შემოგრეხის დროს!

  • ბეილის სიმპტომი

ნაწლავური გაუვალობის ნიშანია: გულის ტონების გადაცემა მუცლის კედელზე. სიმტომის ღირებულება იზრდება გულის ტონების მოსმენისას მუცლის ქვემო განყოფილებებში.

  • ბუვერის სიმპტომი

მსხვილი ნაწლავის გაუვალობის შესაძლო ნიშანია: გამობერილობა ილეოცეკალურ არეში (თუკი ბრმა ნაწლავი შებერილია, ესე იგი გაუვალობა განივ კოლინჯშია, ხოლო თუ ბრმა ნაწლავი არაა შებერილი - მაშინ მის შემდგომ).

  • კრიუველეს სიმპტომი

დამახასიათებელია ნაწლავების ინვაგინაციისათვის: სისხლი განავალში ან სისხლისფრად შეფერილი ლორწო, მოჭერითი, შეტევითი ხასიათის ტკივილთან მუცელში და ტენეზმებთან ერთად.

  • დანსის სიმპტომი

ილეოცეკალური ინვაგინაციის სიმპტომი: ნაწლავის ინვაგინირებული მონაკვეთის ზემოთ გადანაცვლების გამო, პალპაციისას თეძოს ფოსოს მიდამო ცარიელია.

  • დელბეს სიმპტომი (დელბეს ტრიადა)

დაიკვირვება წვრილი ნაწლავის შემოგრეხის დროს: სწრაფად მზარდი გამონაჟონი მუცლის ღრუში, მუცლის შებერვა და არაფეკალური ღებინება.

  • დიურანის სიმპტომი

დაიკვირვება დაწყებითი ინვაგინაციის დროს: მუცლის კედლის მკვეთრი დაჭიმულობა ნაწლავის მარყუჟის ჩანერგვის ლოკალიზაციიის პროექციაზე.

  • ფრიმან-დალის სიმპტომი

ნაწლავთა გაუვალობის დროს: აირებით გადაჭიმულ წვრილ ნაწლავებში რენტგენოლოგიურად განისაზღვრება განივი დახაზულობა ( შეესაბამება კერკრინგის ნაოჭებს).

  • განგოლფის სიმპტომი

დაიკვირვება ნაწლავთა გაუვალობის დროს: მოყრუების ხმიანობა მუცლის მცირედ გამობერილ ადგილებში, რაც თავისუფალი სითხის დაგროვებაზე მეტყველებს!

  • ჰაინცეს სიმპტომი

რენტგენოლოგიური ნიშანია, მიუთითებს ნაწლავთა მწვავე გაუვალობაზე: განისაზღვრება აირების დაგროვება მსხვილ ნაწლავში - შეესაბამება ვალის სიმტომს.

  • ჰირშპრუნგის სიმპტომი

დაიკვირვება ნაწლავთა ინვაგინაციის დროს: უკანა გასავლის სფინქტერების მოდუნებაა.

  • ჰოფერის სიმპტომი

ნაწლავური გაუვალობის დროს, აორტის პულსაცია ყველაზე უკეთ შევიწროების ადგილის ზემოთ მოისმინება.

  • კივულის სიმპტომი

მსხვილი ნაწლავის გაუვალობის ნიშანია (სიგმური და ბრმა ნაწლავების შემოგრეხის დროს): გადაჭიმულ და გადაბერილ სიგმურ ნაწლავზე განისაზღვრება მეტალური პერკუსიული ხმიანობა.

  • კოხერის სიმპტომი

დაიკვირვება ნაწლავთა გაუვალობის დროს: მუცლის წინა კედელზე ზეწოლა და ზეწოლის მყისიერი შეწყვეტა არ იწვევს ტკივილებს.

  • კლოიბერის სიმპტომი

ნაწლავური გაუვალობის რენტგენოლოგიური ნიშანია: მუცლის ღრუს მიმოხილვითი რენტგენოსკოპიისას გამოვლინდება სითხის ჰორიზონტალური დონეები და აირის ბუშტულები მათ თავზე!

  • ლემანის სიმპტომი

ნაწლავთა ინვაგინაციის რენტგენოლოგიური ნიშანია: ავსების დეფექტს, რომელიც გარს შემოედინება ინვაგინატის თავს, დამახასიათებელი ფორმა აქვს: მიმღებ და ინვაგინირებულ ნაწლავის ცილინდრებს შორის საკონტრასტო ნივთიერების ორი გვერდითი ზოლი.

  • მატიეს სიმპტომი

ნაწლავთა სრული გაუვალობის ნიშანია: ჭიპის ზემო მიდამოს სწრაფი პერკუსიის დროს მოისმინება შხეფის ხმიანობა.

  • პაირის სიმპტომი

„ორლულა", რომელიც გამოწვეულია ზედმეტად მოძრავი (ჭარბი სიგრძის გამო) განივი კოლინჯის გადაღუნვით მისი დასწვრივ კოლინჯში გადასვლის ადგილას, რის შედეგადაც წარმოიქმნება მახვილი კუთხე და ნაკეცი, რაც აფერხებს შიგთავსის პასაჟს. კლინიკური ნიშნები: ტკივილი მუცელში, რომელიც ირადირებს გულის არეში და მარცხენა საზარდულის არეში; წვის შეგრძნება და შებერვა მარცხენა ფერდქვეშა მიდამოში, ქოშინი და ტკივილი მკერდის ძვლის უკან.

  • შიმანის სიმპტომი

ნაწლავური გაუვალობის (ბრმა ნაწლავის შემოგრეხის) ნიშანია: პალპაციისას გამოვლინდება მკვეთრი მტკივნეულობა მარჯვენა თეძოს მიდამოში და „სიცარიელის"არსებობა ბრმა ნაწლავის საპროექციო არეში.

  • შლანგეს სიმპტომი 1

ნაწლავების დამბლის ნიშანია: მუცლის მოსმენისას აღინიშნება სრული სიჩუმე („მუნჯი" მუცელი), ჩვეულებრივ დაიკვირვება გაუვალობის დროს.

  • შლანგეს სიმპტომი 2

ნაწლავების ხილული პერისტალტიკა ნაწლავთა გაუვალობის დროს!

  • შტირლინის სიმპტომი

ნაწლავთა გაუვალობის რენტგენოლოგიური ნიშანია: გადაჭიმულ და დაძაბულ ნაწლავის მარყუჟს შეესაბამება გაზების დაგროვების ზონა თაღების სახით.

  • ტევენარის სიმპტომი

წვრილნაწლავოვანი გაუვალობის ნიშანია: მუცელი რბილია, პალპაციისას გამოვლინდება მტკივნეულობა ჭიპის ირგვლივ და განსაკუთრებით ჭიპის ქვემოთ, ორი თითის სიგანეზე შუა ხაზის გასწვრივ. მტკივნეულობის წერტილები შეესაბამება ჯორჯლის ფუძის პროექციას.

  • ტილიაკსის სიმპტომი

დაიკვირვება ნაწლავების ინვაგინაციის დროს: ტკივილი მუცელში, ღებინება, ტენეზმები და განავლისა და აირების გამოყოფის შეკავება.

  • ტრევისის სიმპტომი

მსხვილნაწლავოვანი გაუვალობის ნიშანია: მსხვილ ნაწლავში სითხის შეყვანის მომენტში, გაუვალობის ადგილზე აუსკულტაციურად განისაზღვრება ყურყური.

კითხვის გაგრძელება

საავტორო უფლება

© topdoctors.ge

  67 ნახვა

ღვიძლის გადანერგვის ისტორია

ღვიძლის გადანერგვა

 უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში, მედიცინის მეცნიერების ერთერთ უმნიშვნელოვანეს მიღწევას კლინიკური ტრანსპლანტოლოგიის განვითარება წარმოადგენს. მას ხელი შეუწყო ფუნდამენტურმა კვლევებმა ფიზიოლოგიაში, იმუნოლოგიაში და ორგანოთა კონსერვაციაში, იმუნოსუპრესიის ახალი სქემების შემოღებამ (ციკლოსპორინი და შემდეგ ტაკროლიმუსი), ღრმა გამოყენებითმა ექსპერიმენტულმა კვლევებმა, ქირურგიულმა ინოვაციებმა, თანამედროვე ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის წარმატებებმა. ამჟამად პრაქტიკულ მედიცინაში ტრანსპლანტოლოგიამ თავისი მყარი პოზიციები დაიკავა და შესაძლებელი გახადა უკიდურესად მძიმე ავადმყოფთა ეფექტური მკურნალობა, რომლებიც უწინ უკურნებელ პაციენტთა რიცხვს მიეკუთვნებოდან და სასიკვდილოდ იყვნენ განწირული. ზოგადად, ტრანსპლანტაცია, როგორც მეთოდი ამა თუ იმ ორგანოს შეუქცევადი დაავადებისა და მისი ფუნქციის სრული კარგვის დროს, მკურნალობის შერჩევის დასაბუთებული მეთოდი გახდა.

აბდომინური სოლიდური ორგანოების ტრანსპლანტაციებს დასაბამი დაუდო 1963 წელს თ. სტარზლის მიერ [Starzl Т.Е. et al. 1963], პირველად კლინიკურ პრაქტიკაში შესრულებულმა ღვიძლის ორთოტოპიულმა ტრანსპლანტაციამ, რამაც შემდგომში ხელი შეუწყო მედიცინის ამ მიმართულების განვითარებას, და საყოველთაოდ აღიარებულ მიღწევებს. დღეისათვის ღვიძლის ტრანსპლანტაცია სხვადასხვა გენეზის ღვიძლის დაავადებათა ტერმინალურ სტადიაში მყოფ პაციენტთა რადიკალური მკურნალობისა და მათთვის სიცოცხლის შენარჩუნების ერთადერთი მეთოდია.

1955 წ. C.Welch- ღვიძლის გადანერგვის წარამტებული ექსპერიმენტები ძაღლებში.

1963 წ. Thomas Earl Starzl (March 11, 1926 – March 4, 2017) - ღვიძლის პირველი ორთოტოპული გადანერგვა ადამიანში.

1964 წ. Absolon KB- ღვიძლის პირველი ჰეტეროტოპული გადანერგვა ადამიანში.

ყველა ეს და რამოდენიმე შემდეგი მცდელობის პაციენტები გარდაიცვალნენ. თუმცა მცდელობები გრძელდებოდა.

1968 г. Thomas Earl Starzl -ღვიძლის ორთოტოპული ტრანსპლანტაციის შემდეგ პირველი გადარჩენილი პაციენტი.

UNOS-ის (United Network for Organ Sharing) მონაცემებით 1988 წლიდან 2013 წლის ჩათვლით შესრულებულია 125 600 ღვიძლის გადანერგვა. მათ შორის 5012 - ცოცხალი დონორისგან მიღებული ტრანსპლანტატით. ამჟამად რეციპიენტთა ხუთწლიანი სიცოცხლის ხანგრძლივობა 75-84%-მდე მერყეობს [Adam R., 2009; Готье С.В и соавт., 2012; Гранов А.М. и соавт., 2012]. ეს კი საკმაო ოპტიმიზმს ბადებს ამ პრობლემის შემდგომი, უფრო ეფექტური განვითარებისთვის.

ევროტრანსპლანტის სტატისტიკური მონაცემებით უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ტრანსპლანტაციის მომლოდინე ავადმყოფთა რაოდენობა სამჯერ გაიზარდა (2000 წელს 803 პაციენტიდან, 2010 წლისათვის 2695 პაციენტამდე), ხოლო ღვიძლის დონორთა რაოდენობამ უმნიშვნელოდ(შესაბამისად 1170-დან, 1734-მდე) მოიმატა [Eurotransplant International Foundation Annual report 2010 https://www.eurotransplant.org/statistics/annual-report/

ღვიძლის გადანერგვა გულის გადანერგვაზე უფრო რთულ პროცედურად არის აღიარებული. მაგრამ, როგორც ლიტერატურიდან ჩანსპრობლემის ქირურგიული მხარე მეტ-ნაკლებად გადაწყვეტილია და ყურადღება უმეტესად ტრანსპლანტატის მოძიების საკითხებზეა გადატანილი. ამავე დროს, ღვიძლის ტრანსპლანტაციის განვითარების ისტორიული მიმოხილვა იმაზე მეტყველებს, რომ სწორედ ისეთმა ქირურგიულმა და ტექნიკურმა ინოვაციებმა და გადაწყვეტებმა,როგორიცაა სპლიტ-ტრანსპლანტაცია ან გადანერგვა ცოცხალი დონორისგან, უზრუნველყო ტრანსპლანტატთა რაოდენობის გაზრდის შესაძლებლობა.

ღვიძლის ორთოტოპიული ტრანსპლანტაცია ტექნიკურად საკმაოდ რთული, მრავალკომპონენტიანი ქირურგიული პროცედურაა, რომელიც მოითხოვს მაღალი დონის ანესთეზიოლოგიურ უზრუნველყოფას, კავა-კავალური და პორტოკავალური შუნტირების და მასთან დაკავშირებული ტექნიკური უზრუნველყოფის ორგანიზებას და სხვა. სამაგიეროდ, წარმატების შემთხვევაში იგი, რეციპიენტის რადიკალურ გამოჯანმრთელებას და სიცოცხლის კარგ ხარისხს უზრუნველყოფს.

ამისათვის 1993 წლისათვის მსოფლიოში ღვიძლის ტრანსპლანტაციის 200-მდე ცენტრი ფუნქციონირებდა და უკვე შესრულებული იყო 34 000 ოპერაცია. დღეისათვის ამგვარი ცენტრების რაოდენობა 300 აღემატება. პრობლემის კლინიკური რეალიზაციის დასაწყისშივე სპეციალისტები ორ ძირითად მიმართულებას ავითარებდნენ: ორთოტოპიული და ჰეტეროტოპიული ტრანსპლანტაციის ქირურგიული უზრუნველყოფის პრინციპებსა და დეტალებს.

თავდაპირველად ღვიძლის ორთოტოპიული ტრანსპლანტაციის კლინიკური გამოყენების შედეგები არადამაიმედებელი აღმოჩნდა. 1963 წელს სტარზლი და თანაავტორები აქვეყნებენ ადამიანებში ღვიძლის გადანერგვის მცდელობის პირველ 3 შემთხვევას. მაგრამ, ამ პროცედურის შემდეგ, მეტ-ნაკლებად განგრძობილი სიცოცხლის ხანგრძლივობა ვერ იქნა მიღწეული 1967 წლამდე, როდესაც ჰეპატოცელულარული კარცინომის გამო ტრანსპლანტაცია ჩაუტარდა 19 წლის გოგონას (იგი დაიღუპა ოპერაციიდან 13 თვის შემდეგ მეტასტაზური გართულებების გამო).

ინგლისელებმა Roy Calne კემბრიჯიდან და Roger Williams ლონდონიდან 1968 წელს გამოაქვეყნეს ღვიძლის კლინიკური ტრანსპლანტაციის 5 შემთხვევა და დაწვრილებით აღწერეს ტრანსპლანტაციასთან დაკავშირებული, ინტრაოპერაციულად გამოვლენილი ქირურგიული გართულებები. მოგვიანებით, 2012 წელს სტარზლი და კელნი, როგორც ამ პროცედურის პიონერები, დაჯილდოვდნენ კლინიკურ მედიცინაში კვლევებისთვის საპატიო „ლასკერ - დებეიკის" პრემიით.

ღვიძლის ტრანსპლანტაციის განვითარების პირველი წლები განსაკუთრებით პრობლემური იყო პედიატრიული პაციენტებისთვის. ბუნებრივად პედიატრიული დონორების მკვეთრი ნაკლებობის გამო ტრანსპლანტაციის მომლოდინეთა რიცხვში, რომლებიც სათანადო ზომის სრულ დონორულ ორგანოს ელოდებოდნენ, სიკვდილიანობა საკმაოდ მაღალი იყო. მდგომარეობა მას შემდეგ შეიცვალა, რაც შემოღებულ იქნა მოზრდილი გვამური დონორიდან ტრანსპლანტატის გაყოფის შედეგად მისი ნაწილების გადანერგვის მეთოდი. ეს კი რამოდენიმე რეციპიენტის დაკმაყოფილების შესაძლებლობას ქმნიდა.ასე მაგალითად, Bismuth და თანაავტორები (1984) გვატყობინებენ ღვიძლის მარცხენა წილის პირველი ტრანსპლანტაციის შესახებ რეციპიენტ ბავშვში, ხოლო 1988 წელს Pichlmayr-მა გერმანიაში შეასრულა ღვიძლის პირველი სპლიტ-ტრანსპლანტაცია (Splitting-transplantation). ერთი დონორული ორგანოს გამოყენებით მან ტრანსპლანტაცია შეუსრულა 2 წლის ბავშვშვს ბილიარული ატრეზიით და 63წლის რეციპიენტ ქალს პირველადი ბილიარული ციროზით.

მომდევნო წლებში Broelsch CE. და თანაავტორები (1988), Silvano Raia (1989) დაStrong და თანაავტორები (1990) აღწერენ სპლიტ-ტრანსპლანტაციების სერიას მოზრდილი დონორებისგან ბავშვ რეციპიენტებში დამაიმედებელი სიცოცხლის ხანგრძლივობით. Goss JA. და თანაავტორები (1997) აღნიშნავენ, რომ ღვიძლის სპლიტ-ტრანსპლანტაციებს ტრანსპლანტატის in situ ამოკვეთის შემთხვევებში თან ახლავს ტექნიკური სიძნელეები და პოსტოპერაციული გართულებები. ისინი გვთავაზობენ მარცხენა წილის ორსეგმენტიან (2, 3) და მარჯვენა წილის სამსეგმენტიან (1, 4-8) სპლიტს, რომელთა ექსპლანტაცია ხდება დონორის კლინიკაში, მულტიორგანული დონაციის პირობებში და აჩვენებენ ტრანსპლანტაციის შემდგომ მაღალ ერთწლიან სიცოცხლის ხანგრძლივობას თითქმის 100%-მდე.

ღვიძლის ტრანსპლანტაციის ისტორიაში შემდეგი ნაბიჯი იყო ცოცხალი დონორების წილობრივი ტრანსპლანტატების გამოყენება, რის შედეგადაც პედიატრიული პაციენტების მოლოდინის რიგში მყოფთა სიკვდილიანობის რისკი კიდევ უფრო მეტად შემცირდა. Nadalin S. და თანაავტორები (2006) და Makuuchi M. და თანაავტორები (2007) აღნიშნავენ, რომ ცოცხალი დონორისგან ღვიძლის გადანერგვის შემოღება ამ ორგანოს ტრანსპლანტოლოგიაში ერთ-ერთი გამორჩეული ნაბიჯი იყო. 1989 წელს, პირველად იგი განხორციელდა, როგორც სპლიტ-ტრანსპლანტაციის ერთგვარი ალტერნატივა ავსტრალიელი Strong-ის მიერ. მხოლოდ 10 წლის შემდეგ Shinshu group-ის (1994) მცდელობით გახდა შესაძლებელი, მისი გამოყენება ზრდასრულ პაციენტებში.

ტრანსპლანტოლოგია საქართველოში:

საქართველოს ტრანსპატოლოგთა ასოციაციის სტატისტიკის თანახმად, 1977 წლიდან 2018 წლის ბოლომდე საქართველოში 344 ორგანოგადანერგილი მოქალაქე ცხოვრობდა და მათი რიცხვი ყოველწლიურად სწრაფად იზრდება.

მსოფლიოში ხდება 6 ძირითადი ორგანოს გადანერგვა. ამ 6 ორგანოდან ყველაზე ხშირად ინერგება თირკმელი, ღვიძლი, მერე გული, ფილტვი, პანკრეასი და ბოლოს წვრილი ნაწლავი. ჩამოთვლილი ორგანოებიდან საქართველოში მხოლოდ 2 ორგანოს გადანერგვა ხდება - თირკმლისა და ღვიძლის. თირკმლის გადანერგვის ოპერაცია საქართველოში პირველად 1977 წელს ჩატარდა, ხოლო 1995 წლიდან რეგულარულად მიმდინარეობს. ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია კი პირველად წარმატებით 2014 წელს ჩატარდა და დღეისათვის რამოდენიმე კლინიკურ ბაზაზე, უცხოელი სპეციალისტების (სამხრეთ კორეელი, ინდოელი)დახმარებით, წარმატებით ინერგება.

შექმნილია საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაცია (1997) და აქტიურად მიმდინარეობს როგორც სამეცნიერო-კვლევითი, ასევე პრაქტიკული, კლინიკური საქმიანობა.

კითხვის გაგრძელება

საავტორო უფლება

© TOPDOCTORS.GE

  330 ნახვა

ღვიძლის გადანერგვის ქირურგიული ტექნიკა

gvidzli5

ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ორი ეტაპისგან (დონორისგან ორგანოს ექსპლანტაცია და რეციპიენტისთვის იმპლანტაცია) შედგება და საშუალოდ 10-12 საათი გრძელდება (იშვიათად 4-5). შედარებისთვის, გულის გადანერგვა, საშუალოდ 2-3 საათი გრძელდება.

ოპერაციის მსვლელობისას რეციპიენტს გადაესხმებოდა 10 ლიტრამდე სისხლი და სისხლის შემცვლელი ხსნარები.

გვამური ღვიძლის გადანერგვისას ორგანოს იღებენ მხოლოდ მომუშავე გულის მქონე დონორიდან, რაც გარკვეულ ეთიკურ პრობლემებს ქმნიდა ტვინის სიკვდილის კონცეფციის შექმნამდე.

ღვიძლის გადანერგვა საქართველოში 120000 ლარი ღირს და ღირებულების ნახევარს სახელმწიფო იხდიდა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ღვიძლის გადანერგვა 500000 დოლარი ღირს.

გერმანიაში 200 000-დან 400 000 დოლარამდე.

ისრაელში 250 000-დან 270 000 დოლარამდე.

სამხრეთ კორეაში 200 000-დან 250 000 დოლარამდე.

როგორც ვხედავთ, დღეისათვის, ღვიძლის გადანერგვა უძვირესი სამედიცინო მომსახურებათა კლასს მიეკუთვნება.


2 ზედაპირი:

წინა-ზედა ზედაპირი (დიაფრაგმული)

ქვედა ზედაპირი (ვისცერული)

2 კიდე:

ქვედა კიდე - მახვილია

ზედა-უკანა კიდე - ბლაგვი 

  ღვიძლის სექტორები და სეგმენტები:

  ღვიძლის კარის ქირურგიული ანატომია

CBD - ნაღვლის საერთო სადინარი (ქოლედოქი). CHA - ღვიძლის საერთო არტერია. PV - კარის ვენა. RHA - ღვიძლის მარჯვენა არტერია. LHA - ღვიძლის მარცხენა არტერია.

  ღვიძლის კარის ქირურგიული ანატომია

აორტა; ფაშვის ღერო; ღვიძლის საერთო არტერია; ღვიძლის საკუთარი არტერია; ღვიძლის მარჯვენა და მარცხენა არტერიები. კარის ვენა; ღვიძლის ვენები

  ღვიძლის გადანერგვის ჩვენება

1. ღვიძლის მწვავე (ფულმინანტური), შეუქცევადი უკმარისობა. 2. სხვადასხვა ეტიოლოგიის ღვიძლის ქრონიკული უკმარისობის ტერმინალური სტადია.
  1. ფულმინანტური ღვიძლის მწვავე უკმარისობა.
  2. არაქოლესტაზური დაავადებები ციროზის სტადიაში (ჰეპატიტი С, ჰეპატიტი В, აუტოიმუნური ჰეპატიტი, ალკოჰოლური ეტიოლოგიის ციროზი)
  3. ქოლესტაზური დაავადბეები ციროზით (პირველადი ბილიარული ციროზი, პირველადი მასკლეროზებელი ქოლანგიტი).
  4. ღვიძლშიდა მეტაბოლიზმის თანდაყოლილი დეფექტები.
  5. ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნეები (ჰეპატოცელულური კარცინომა, ჰეპატობლასტომა, ეპითლოიდური ჰემანგიოენდოთელიომა და სხვა).
  6. იშვიათი დაავადბეები ( ღვიძლის კისტოზური ფიბროზი - მუკოვისციდოზი; ბად-კიარის დაავადება; არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტი; ოჯახური ქოლესტაზი; ალაჯილას დაავადება; კაროლის დაავადება ბავშვებში; ღვიძლის პოლიკისტოზი; ალვეოკოკოზი და სხვა.
  7. ღვიძლის რეტრანსპლანტაცია.

 ღვიძლის გადანერგვის უკუჩვენებები


აბსოლუტური უკუჩვენები:

• აივ-ინფექცია.

• ავთვისებიანი სიმსივნეების ღვიძლგარეთა გავრცელება.

• აქტიური ღვიძლგარე ინფექციის არსებობა.

• აქტიური, მდგრადი ალკოჰოლიზმი და ნარკომანია.

• ფსიქიკური დაავადებები, რომლებიც გამორიცხავენ იმუნოდეპრესანტების რეგულარული მიღების შესაძლებლობას.

შედარებითი უკუჩვენებები:

• მაღალი კარდიოლოგიური ან ანესთეზიოლოგიური რისკი.

• კარის ვენის გავრცელებული თრომბოზი.

• ადრე გადატანილი ქირურგიული ჩარევები ღვიძლზე.

• 60 წელზე უფრო მეტი ასაკი.

• სხეულის მასის ინდექსი მეტი 35კგ./მ2

• ქოლანგიოკარცინომა???



ღვიძლის გადანერგვის კლასიფიკაცია

 გადასანერგი ორგანოს ტიპის მიხედვით:

• გარდაცვლილი დონორიდან აღებული მთლიანი ღვიძლის გადანერგვა.
•გარდაცვლილი დონორიდან აღებული სპლიტ-ტრანსპლანტანტის გადანერგვა.
• ცოცხალი დონორიდან აღებული ღვიძლის ნაწილის (სპლიტ-ტრანსპლანტანტის) გადანერგვა.

ტრანსპლანტაციის მოდელის მიხედვით:
• ორთოტოპული ტრანსპლანტაცია;
• დამატებითი ღვიძლის ჰეტეროტოპული ტრანსპლანტაცია.


ორგანოთა აღების წესები

ასეპტიურობა;

ორგანოები აიღება სისხლძარღვებსა და სადინრებთან ერთად, მათი მაქსიმალური შენარჩუნებით;

აღების შემდეგ ორგანო პერფუზირდება სპეციალური ხსნარით (ევრო-კოლინზი: კალიუმი, ფოსფატი, სულფატი და გლუკოზა) 6-10°С ტემპერატურაზე;

ორგანოს ან მაშინვე გადანერგავენ, ან ათავსებენ სპეციალურ, ჰერმეტულ პაკეტში ევრო-კოლინზის ხსნარით და ინახავენ 4-6°С ტემპერატურაზე რამოდენიმე საათის განმავლობაში (ტრანსპორტირებისას). 


ღვიძლის „გრაფტის" მომზადება Baсk Table-ზე

კანულირდება კარის ვენა და ღვიძლის ვენა, რის შემდეგაც წარმოებს ღვიძლის გამორეცხვა ჰეპარინიანი ფიზიოლოგიური ხსნარით „სუფთა წყლამდე", ხოლო შემდეგ 1-3 ლიტრი მოცულობის მაკონსერვებელი ხსნარით.

წარმოებს ძირითადი სისხლძარღვებისა და ნაღვლის სადინრების პრეპარირება და მათი მომზადება ანასტომოზისთვის.

ღვიძლის გადანერგვის პროცედურა:

მდებარეობა: ზურგზე წოლითი;

ცენტრალური ვენებისა და სხივის არტერიის კათეტერიზაცია; სვან-ჰანცის კათეტერის ჩადგმა.

პულსოქსიმეტრიისა და ინვაზიური წნევის გადამწოდების დაყენება.

ოპერაციული მიდგომა: სტარლზის მიხედვით „მერსედესის" განაკვეთი.

ინტრაოპერაციული მედიკამენტური მხარდაჭერა:

იწყება იმუნოსუპრესიული თერაპია;

მეთილპრედნიზოლონი - ქვედა ღრუ ვენის გადაჭერის წინ და ტრანსპლანტანტის რეპერფუზიის წინ.

იმუნოსუპრესორი (ბაზილიკსიმაბი) ვენაში ტრანსპლანტანტის რეპერფუზიის წინ.


 ღვიძლის გადანერგვის ტექნიკის სახეები:

  • მთლიანი ღვიძლის კლასიკური, ორთოტოპული გადანერგვის ტექნიკა;
  • Piggyback -ტექნიკა - კომბინირებული;
  • Piggyback - ტექნიკა - ქ.ღ. ვენის ანასტომოზით გვერდი-გვერდში;
  • ღვიძლის მარცხენა ლატერალური სექტორის გადანერგვის ორთოტოპულის მსგავსი ტექნიკა;
  • ჰეტეროტოპული ტრანსპლანტაცია.

ღვიძლის გადანერგვის ეტაპები:

1.ჰეპატექტომია;

2.ვენო-ვენური შუნტირება (ან მის გარეშე);

3.სისხლძარღვოვანი ანასტომოზების (კავალური, პორტალური, არტერიული) დადება;

4.ჰემოსტაზი და ნაღვლგამომტანი ანასტომოზის ფორმირება.

ზოგადი ინტრაოპერაციული მომენტები:

მუცლის ღრუს სხვა ორგანოთა რევიზია;

ასციტური სითხის ევაკუაცია;

ქოლეცისტექტომია; +/- სპლენექტომია;

ღვიძლის იოგების (საფიქსაციო აპარატის) გადაკვეთა;

ღვიძლ-თორმეტგოჯას იოგის ელემენტების მობილიზაცია;

მარჯვენა ვენური იოგის გადაკვეთა და ღვიძლის მარჯვენა წილის მობილიზაცია

ქვედა ღრუ ვენის ღვიძლსუკანა მონაკვეთთან მიდგომა

დამამთავრებელი ეტაპები:

იდგმება საკონტროლო დრენაჟები:

მარჯვენა და მარცხენა სუბდიაფრაგმულ არეებში;

ღვიძლქვეშა არეში;

მცირე მენჯში.

ჭრილობა იკერება შრეობრივად, ყრუდ.

ჭრილობაზე ედება ასეპტიური ნახვევი.


  პაციენტთა მონიტორინგი ადრეულ პოსტოპერაციულ პერიოდში

1. მონიტორინგი:
ელექტროკარდიოგრაფია (ეკგ);
პულსოქსიმეტრია; სუნთქვის სისხშირე;
დიურეზი;
დრენაჟიებდან გამონადენის კონტროლი;
ნაზოგასტრული ზონდიდან გამონადენის დათვლა;
სხეულის ტემპერატურის კონტორლი;

2. სისხლის აირების და ელექტროლიტური შემადგენლობის, აგრეთვე მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის კონტროლი;

3. ქსოვილოვანი მეტაბოლიზმის მაჩვენებლების: ლაქტატის, პლაზმაში გლუკოზის შემცველობის კონტროლი.

თერაპია ადრეულ პოსტოპერაციულ პერიოდში:

ანტიბაქტერიული პროფილაქტიკა;

სოკოსსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური თერაპია;

კუჭის სეკრეციის ბლოკატორები: პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები და H2-ჰისტამინური რეცეპტორების ანტაგონისტები;

„პირით-პირში" ტიპის ბილიარული ანასტომოზის დადებიშ შემთხვევაში გამოყენება სპაზმოიზური საშუალებები.

ჰეპარინი ჩვენების მიხედვით; ხოლო შემდეგ გადადიანი დაბალმოლეკულური ჰეპარინების გამოყენებაზე;

იმუნოსუპრესიული თერაპია: მეთილპრედნიზოლონი, ბაზილიკსიმაბი, ტარკოლიმუსი, მიკოფენოლატი.


  თერაპია ადრეულ პოსტოპერაციულ პერიოდში 

ანტიბაქტერიული პროფილაქტიკა;

სოკოსსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური თერაპია;

კუჭის სეკრეციის ბლოკატორები: პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები და H2-ჰისტამინური რეცეპტორების ანტაგონისტები;

„პირით-პირში" ტიპის ბილიარული ანასტომოზის დადებიშ შემთხვევაში გამოყენება სპაზმოიზური საშუალებები.

ჰეპარინი ჩვენების მიხედვით; ხოლო შემდეგ გადადიანი დაბალმოლეკულური ჰეპარინების გამოყენებაზე;

იმუნოსუპრესიული თერაპია: მეთილპრედნიზოლონი, ბაზილიკსიმაბი, ტარკოლიმუსი, მიკოფენოლატი.

კითხვის გაგრძელება
  204 ნახვა

ალვარადოს მოდიფიცირებული შკალა

alavardo

 (გამოიყენება მწვავე აპენდიციტის დიაგნოსტირებისთვის)

კითხვის გაგრძელება
  210 ნახვა

მწვავე აპენდიციტის დიაგნოსტიკა - ალვარადოს შკალა

ალვარადოს შკალა არის კლინიკური სკალირების სისტემა, რომელიც გამოიყენება მწვავე აპენდიციტის დიაგნოსტირებისათვის. შკალას აქვს ექვსი კლინიკური შემადგენელი და ორი ლაბორატორიული განზომილება, რომელთა ჯამური ქულების რიცხვი არის 10. ის 1986 წელს იქნა შემოღებული, თავიდან ორსული ქალებისათვის, ხოლო შემდეგ ფართოდ გავრცელდა მთელს დანარჩენ პოპულაციაზეც. დღეისათვის გამოყენებაშია ალვარადოს მოდიფიცირებული შკალა.
ალვარადოს შკალაში ორი უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი - მტკივნეულობა მარჯვენა ქვედა კვადრანტში და ლეიკოციტოზი შეფასებულია ორ-ორი ქულით, ხოლოთ დანარჩენ ექვს ფაქტორს მინიჭებული აქვს თითო-თითო ქულა!
ქულათა ჯამი 5-6 მიუთითებს აპენდიციტის საეჭვო დიანგოზზე; ქულათა ჯამი 7-8 მიუთითებს შესაძლო აპენდიციტზე (საშუალო ალბათობით); ხოლო ქულათა ჯამი 9-10 მიუთითებს აპენდიციტზე მაღალი ალბათობით. სკალის გამოყენებით მწვავე აპენდიციტის დიაგოსტიკა ეფუძნება ნიშნების სიმპტომებისა და ლაბორატორიული მონაცემების განსაზღვრას!

ნიშნები:

1. მუცლის მარჯვენა ქვედა კვადრანტის მტკივნეულობა (მგრძნობელობა)         +2
2. ტემპერატურის მომატება (37.3°C ან 99.1°F)                                                                +1
3. დადებითი შჩოტკინ-ბლუმბერგის სიმპტომი                                                          +1
სიმპტომები:
4. ტკივილის მარჯვენა ქვედა კვადრანტში მიგრაციის (კოხერის) სიმპტომი       +1
5. ანორექსია (უმადობა)                                                                                                    +1
6. გულისრევის შეგრძნება ან ღებინება                                                                        +1
ლაბორატორიული მონაცემები:
7. ლეიკოციტოზი >10 000                                                                                                  +2
8. ლეიკოციტური ფორმულის გადახრა მარცხნივ                                                      +1

რამდენადაც ალვარადოს შკალა რიცხობრივია, მას შეუძლია დაადასტუროს ან გამორიცხოს აპენდიციტი. კვლევები, რომელთა მიხედვითაც ალვარადოს შკალით <3-4 გამორიცხავს აპენდიციტს, ხასიათდება 96%-იანი მგრძნობელობით, ხოლო აპენდიციტის დადასტურებას, როდესაც ალვარადოს შკალით >6-7 აქვს მგრძნობელობა
58-88% იმაზე დამოკიდებულებით, თუ ვინ აკეთებს კვლევას და ვინ აფასებს სკალის ცალკეულ კომპონენტს! 2007 წლის მაკკის კვლევით (2007 McKay study) რეკომენდებულია კომპიუტერული ტომოგრაფია, როდესაც ალვარადოს სკალით 4-6 ქულაა და ქირურგის კონსულტაცია, თუ ალვარადოს შკალით ქულები >ან = 7; ხოლო
თუ ალვარადოს შკალით 3 ან <, მაშინ გამორიცხულია აპენდიციტი და კტ. კვლევაც არაა საჭირო. 

კითხვის გაგრძელება
  123 ნახვა

კლინიკური სიმპტომები აპენდიციტის დროს

appendicitis

აპენდიციტის  სიმპტომები:

ბრენდოს სიმპტომი

დაიკვირვება ორსულობისას აღმოცენებული აპენდიციტის დროს: ორსული საშვილოსნოს მარცხენა კიდეზე ზეწოლა იწვევს ტკივილებს მარჯვნივ (თეძოს ფოსოში)!

ბულინინის სიმპტომი

გამოავლენენ მწვავე აპენდიციტის დროს: ტკივილია, რომელიც აღმოცენდება ხერხემლის წელის I და II მალების წვეტიანი მორჩებიდან 3-4 სმ.-ით მარჯვნივ განლაგებულ წერტილებზე ზეწოლისას!

ვოლკოვიჩის (1) სიმპტომი

ქრონიკული აპენდიციტის შესაძლო ნიშანია: მუცლის წინა კედლის კუნთების ჰიპოტროფია ან ატროფია ილეოცეკალურ არეში!

ვოლკოვიჩის (2) სიმპტომი

ქრონიკული აპენდიციტის ნიშანია: ტკივილის გაძლიერება ბრმა ნაწლავის გარეთ გადაწევისას!

ვოლკოვიჩის (3) სიმპტომი

დაიკვირვება ქრონიკული აპენდიციტის დროს: ტკივილების გაძლიერება სხეულის მარცხნივ გადახრისას!

კოხერის სიმპტომი

მწვავე აპენდიციტის ნიშანია: ტკივილი, რომელიც თავდაპირველად ეპიგასტრიუმის არეში აღმოცენდება (ზოგჯერ უშუალოდ მახვილისებური მორჩის ქვემოთაც), რამოდენიმე საათში გადაინაცვლებს და ლოკალიზდება მარჯვენა თეძოს ფოსოში!

ვოსკრესენსკის („პერანგის") სიმპტომი

მწვავე აპენდიციტის ნიშანია: ავადმყოფის მარჯვენა ნეკნთა რკალიდან ქვემოთ, მუცლის წინა კედელზე (პერანგის ზემოდან) ხელისგულის სწრაფი დასმა ტკივილს იწვევს!

გაბაის სიმპტომი

რეტროცეკალური აპენდიციტის ნიშანია: წელის სამკუთხედში, მარჯვნივ, დააწვებიან თითით და შემდეგ სწრაფად აუშვებენ მას - თითის აღების მომენტში აღმოცენდება ტკივილი - ისევე როგორც შჩოტკინ-ბლუმბერგის სიმტომის დროს!

გუბერგრიცის სიმპტომი

გამოვლინდება ანთებითი ჭიაყელა დანამატის მენჯში მდებარეობის დროს: ტკივილია, რომელიც აღმოცენდება საზარდულის იოგის ქვეშ, სკარპას სამკუთხედში ზეწოლის დროს!

გუსევის სიმპტომი (ტანის გადახრის სიმპტომი)

მიუთითებს ქრონიკულ აპენდიციტზე: ხელების მაღლა აწევისა და სხეულის უკან და მარცხნივ გადახრის მცდელობისას, მდგომარე მდგომარეობაში, აღმოცენდება ტკივილი!

დოლინოვის სიმპტომი

აღმოცენდება ქრონიკული აპენდიციტის დროს: ტკივილი მარჯვენა გვერდით მიდამოში, რომელიც აღმოცენდება მუცლის წინა კედლის კუნთების შეკუმშვით მუცლის ჩაზნექვის დროს!

ჟელდინსკის სიმპტომი

დიფერენციული დიაგნოსტიკაა მწვავე აპენდიციტსა და მწვავე სალპინგოოოფორიტს შორის: პაციენტის წოლითი მდგომარეობისას თითებს აჭერენ კიუამელის წერტილში (ჭიპიდან 2სმ.-ით მარჯვნივ და ქვემოთ) და ზეწოლის შეუწყვეტლად, პაციენტს სთავაზობენ რომ ადგეს. ტკივილების გაძლიერება მწვავე აპენდიციტის სასარგებლოდ მეტყველებს, ხოლო შემცირება - სალპინგოოოფორიტის ნიშანია!

ზახარჟევსკის სიმპტომი

გამოავლენენ ქრონიკული აპენდიციტის დროს: ტკივილია, რომელიც წარმოიშობა მარჯვენა თეძოს ძვლის ქედის თავზე კანის შენაოჭებისა და მიღებული კანის ნაკეცის მარჯვენა ნეკნთა რკალის მიმართულებით მასაჟირების დროს!

ზახაროვიჩის სიმპტომი

განსაზღვრავენ ქრონიკული აპენდიციტის დროს: ტკივილია, რომელიც აღმოცენდება მუცლის მარჯვენა გვერდით მიდამოში პაციენტის მუცელზე წოლის დროს, მაშინ, როდესაც ექიმი მარჯვენა ხელით წამოუწევს პაციენტს ბარძაყებს (მათ ქვემო მესამედში), ხოლო მარცხენა ხელით აჭერს ხერხემლის სვეტის გულმკერდის ნაწილს!

იკრამოვის სიმპტომი

მწვავე აპენდიციტის ნიშანია: ტკივილების გაძლიერება მარჯვენა თეძოს ფოსოს არეში მარჯვენა ბარძაყის არტერიის ხელით მიჭყლეტისას!

მიხელსონის სიმპტომი

მწვავე აპენდიციტის ნიშანია ორსულებში: ტკივილების გაძლიერება მუცლის მარჯვენა ნახევარში ორსულის მარჯვენა გვერდზე წოლისას (ორსული საშვილოსნოს ანთებით კერაზე ზეწოლის შედეგად)!

ობრაზცოვის სიმპტომი

ქრონიკული აპენდიციტის ნიშანია: ტკივილების გაძლიერება ილეოცეკალური მიდამოს პალპაციისას, როდესაც ავადმყოფს მარჯვენა ფეხი წამოწეული აქვს.

ოლშანეცკის სიმპტომი

გამოიყენებენ მწვავე აპენდიციტსა და თირკმლის კოლიკას შორის დიფერენციალური დიაგნოსტიკისთვის: მუცლის წინა კედლის პალპაციისას, როდესაც პაციენტი ფეხზე დგას და ფეხების მიმართ ტანი დახრილი აქვს 90 გრადუსით, მუცლის წინა კედლის კუნთები დუნდება, პერიტონეუმის ღრუში მოთავსებული ორგანოები წინ წამოიწევს და ისინი ადვილად პალპირდება! მაშინ, როდესაც რეტროპერიტონეულად განლაგებული ორგანოები (თირკმელები, შარდსაწვეთები და ა.შ.) არ განიცდიან ზეწოლას. იმ შემთხვევაში, როდესაც ჭიისებრი დანამატი ანთებადია, ილეოცეკალური მიდამოს პალპაციისას აღიძვრება ტკივილი - სიმპტომი დადებითია. ხოლო, თუკი რეტროპერიტონეულად განლაგებული ორგანოებია დაინტერესებული, მაშინ პალპაცია უმტკივნეულოა - სიმპტომი უარყოფითია!

ოსტროვსკის სიმპტომი

დაიკვირვება მწვავე აპენდიციტის დროს: ზურგზე მწოლიარე პაციენტს სთავაზობენ, რომ მუხლის სახსარში გამართული მარჯვენა ფეხი ასწიოს მაღლა (130-140 გრადუსით ტანთან) და ასე დაიჭიროს; ამ დროს ექიმი სწრაფად დაუშვებს მის აწეულ ფეხს დაბლა, ჰორიზონტალურ მდებარეობამდე! ეს მოქმედება იწვევს ტკივილს, თუკი აპენდიქსი ანთებადია!

პევზნერის სიმპტომი

დაიკვირვება ქრონიკული აპენდიციტის დროს: პალპაციისას ბრმა ნაწლავის ზემოთ გადაწევა აძლიერებს ტკივილებს!

პეტროვის სიმპტომი

გამოავლენენ აპენდიციტის დროს: მკვეთრი ტკივილია, რომელიც აღმოცენდება მუცლის მარჯვენა გვერდით მიდამოში, როდესაც ექიმი ხელით აწვება მუცლის წინა კედელს და ერთდროულად, პაციენტი მწოლიარე მდგომარეობიდან გადადის მჯდომარე მდგომარეობაში (წამოჯდება)!

პოდონენკო-ბოგდანოვას სიმტომი

მიუთითებს მენჯის ლოკალიზაციის მწვავე აპენდიციტზე (იყენებენ ქალებში): ასწვრივი კოლინჯისა და ბრმა ნაწლავის მიდამოში ზეწოლისას პაციენტი განიცდის უფრო ძლიერ ტკივილს მენჯის სიღრმეში, ვიდრე მანამდე ჩატარებული საშოსმხრივი გამოკვლევისას, საშვილოსნოს ყელის ზემოთ ან გვერდით გადაწევისას განიცდიდა!

პრჟევალსკის სიმპტომი

განსაზღვრავენ ქრონიკული აპენდიციტის დროს: მუცლის მარჯვენა გვერდითი მიდამოს პალპაციისას განსაზღვრავენ კუნთების გაბრტყელებას (მარცხენა მხარესთან შედარებით); ავადმყოფს არ შეუძლია დიდხანს დაიჭიროს მუხლის სახსარში გამართული და წამოწეული მარჯვენა ქვედა კიდური!

პუნინის სიმპტომი

დაიკივრვება აპენდიციტის დროს: ტკივილია, რომელიც აღმოცენდება წელის II მალის მარჯვენა განივი მორჩის მწვერვალზე ზეწოლისას.

რაზდოლსკის სიმპტომი

მწვავე აპენდიციტის შესაძლო ნიშანი: მუცლის წინა კედლის ნევროლოგიური ჩაქუჩით ან ხელით პერკუსიის დროს გამოვლინდება მტკივნეულობა მარჯვენა თეძოს არეში.

რუტკევიჩის სიმპტომი

დაიკვირვება აპენდიციტის დროს: ტკივილის გაძლიერება პალპაციისას ბრმა ნაწლავის შიგნით (მედიალურად) გადაწევის დროს.

სიტკოვსკი-ორტნერის სიმპტომი

მწვავე აპენდიციტის ნიშანია: პაციენტის მარცხენა გვერდზე გადაბრუნებუსას თეძოს ფოსოში ტკივილი ჩნდება.

ფილატოვის სიმპტომი

მიუთითებს მწვავე აპენდიციტზე (ლოკალური მტკივნეულობის სიმპტომი): ბავშვების მუცლის პალპაციისას ტკივილების გაძლიერება მარჯვენა გვერდითი მიდამოს განსაზღვრულ მონაკვეთზე.

ფომინის სიმპტომი

მწვავე აპენდიციტის ნიშანია: მუცლის რეფლექსების დაქვეითება ან არარსებობა.

ჩერემსკი-კუშნირენკოს სიმპტომი

„ხველის სიმპტომი"

მწვავე აპენდიციტის ნიშანია: ღრმა, ფორსირებული სუნთქვითი მოძრაობები და ხველა იწვევს ტკივილის გაძლიერებას მარჯვენა თეძოს ფოსოში.

ჩუგაევის სიმპტომი

„აპენდიციტის სიმები"

მწვავე აპენდიციტის ნიშანია: პალპაციისას ხერხდება მუცლის გარეთა ირიბი კუნთის შეკუმშული და დაჭიმული ბოჭკოების შეგრძნება, რომლებიც დაჭიმულ სიმებს მოგვაგონებს.

შილოვცევის სიმპტომი

დიფერენციული დიაგნოსტიკა შეხორცებით დაავადებასა და მწვავე აპენდიციტს შორის: პაციენტის ზურგზე წოლით მდგომარეობაში, მარჯვენა გვერდით მიდამოში გამოავლენენ მტკივნეულ წერტილს და ამ წერტილიდან ხელის აუღებლად, პაციენტს სთავაზობენ გადაბრუნდეს მარცხენა გვერდზე. თუკი შეხორცებითი პროცესი არ არის და ბრმა ნაწლავი თავისუფალია, მაშინ ნაპოვნ წერტილში მტკივნეულობა მცირდება და იგი უფრო ქვემოთ და მარცხნივ გადაინაცვლებს, ამ შემთხვევაში, სიმპტომს შეაფასებენ როგორც დადებითს მწვავე აპენდიციტისთვის. თუკი სიმპტომი უარყოფითია, ვარაუდობენ შეხორცებითი დაავადების არსებობას (არ გამორიცხავს აპენდიციტს).

იაურე-როზანოვის სიმპტომი

რეტროცეკალური აპენდიციტის სიმპტომი: მტკივნეულობა წელის მარჯვენა არეში, პტის სამკუთხედის მიდამოში.

იაურეს სიმპტომი (2)

ქრონიკული აპენდიციტის სიმპტომი: მტკივნეულობა თეძოს ძვლის ქედზე ზეწოლისას.

აარონის სიმპტომი

აპენდიციტის ნიშანია: ტკივილი ან გაჭიმვის შეგრძნება ეპიგასტრიუმის ან პერიკარდიულ არეში, მაკ-ბერნის წერტილში ხელით ზეწოლისას.

ბარონის სიმპტომი

ქრონიკული აპენდიციტის ნიშანია: მომატებული მგრძნობელობა წელის მარჯვენა კუნთებზე (სუკის კ.) მიმართ.

ბართომიე-მიხელსონის სიმპტომი

მწვავე აპენდიციტის ნიშანია: მტკივნეულობაა ბრმა ნაწლავის პალპაციისას, რომელიც ძლიერდება ავადმყოფის მარცხენა გვერდზე წოლისას.

ბასლერის სიმპტომი

აპენდიციტის ნიშანია: მუცლის წინა კედელზე, ჭიპსა და თეძოს წინა ზედა წვეტს შორის შუა წერტილზე ზეწოლისას, როდესაც ზეწოლის მიმართულებაა სიღრმეში და მარჯვნივ - პაციენტი განიცდის მკვეთრ ტკივილს.

ბასტედოს სიმპტომი

აპენდიციტის ნიშანია: სწორი ნაწლავიდან მსხვილ ნაწლავში ჰაერის შეყვანისას, ილეოცეკალურ არეში გამოვლინდება ტკივილისა და დაჭიმულობის შეგრძნება, რაც ჰაერით ბრმა ნაწლავის გაჭიმვის შედეგია.

ბენ-აშერის სიმპტომი

მწვავე აპენდიციტის ნიშანია: ავადმყოფის ღრმა სუნთქვის ან ჩახველების დროს, ექიმი ორი თითის წვერით აწვება მარცხენა ფერდქვეშ, აპენდიციტის დროს გამოვლინდება ტკივილი ილეოცეკალურ მიდამოში.

ბრიტენის სიმპტომი

მწვავე აპენდიციტის ნიშანია: მუცლის მარჯვენა ნახევრის ქვემო ზედაპირის პალპაცია მარჯვენა სათესლეს რეტრაქციას იწვევს.

ბრაუნის სიმპტომი

მწვავე აპენდიციტის ნიშანია: მუცლის კანზე მონიშნავენ მტკივნეულობის ზონას, რის შემდეგაც, ავადმყოფს აწვენენ ჯანმრთელ გვერდზე (მარცხენაზე :) ); 15-30 წუთის განმავლობაში მტკივნეული ზონა გადაინაცვლებს 2,5-5 სმ-ით, ან მტკივნეულობა და კუნთოვანი რიგიდობა მნიშვნელოვნად გაძლიერდება.

ჩეიზის სიმპტომი

აპენდიციტის, ტიფლიტისა და პერიტიფლიტის ნიშანია: ტკივილი ბრმა ნაწლავის არეში, როდესაც ექიმი ახორციელებს განივი კოლინჯის ღრმა და სწრაფ პალპაციას მარცხნიდან მარჯვნივ (ამ დროს, მეორე ხელით მიჭყლეტილია დაღმავალი კოლინჯი).

კოუპის (1) სიმპტომი

აპენდიციტის ნიშანია: მტკივნეულობა ილეოცეკალურ არეში მენჯ-ბარძაყის სახსარში როტაციული მოძრაობების შესრულების დროს.

კოუპის (2) სიმპტომი

აპენდიციტის ნიშანია: ტკივილი ბარძაყის არტერიის მიჭყლეტისას ბარძაყის (სკარპას) სამკუთხედში.

დელაფუას ტრიადა

დამახასიათებელია მწვავე აპენდიციტისთვის: ტკივილი, კუნთოვანი დაჭიმულობა და კანის ჰიპერესთეზია მუცლის მარჯვენა გვერდით მიდამოში.

დონელის (პსოას) სიმპტომი

რეტროცეკალური აპენდიციტის სიმპტომი: თუკი ზურგზე მწოლიარე პაციენტი გამართავს მარჯვენა ფეხს, ხოლო ექიმი, ამ დროს, აწარმოების მუცლის პალპაციას ერთდროულად მაკ-ბერნის წერტილის ზემოთაც და ქვემოთაც, მაშინ პაციენტი შეიგრძნობს ტკივილს.

დიუბარის სიმპტომი

გამოავლენენ აპენდიციტის დროს: ტკივილი ცდომილი ნერვის კეფის წერტილებზე ზეწოლისას.

გრეის (1) სიმპტომი

დაიკვირვება აპენდიციტის დროს: მომატებული მგრძნობელობა ჭიპიდან 2,5 სმ-ით მარჯვნივ და ქვემოთ.

გრეის (2) სიმპტომი

აპენდიციტის შესაძლო ნიშანი: ტკივილი მარჯვენა მხარში.

ჰორნის სიმპტომი

მწვავე აპენდიციტის ნიშანია: მარჯვენა სათესლე ბაგირაკის ელემენტების გაჭიმვისას, პაციენტი განიცდის ტკივილს.

ილიესკუს სიმპტომი

აპენდიციტის შესაძლო ნიშანია: მტკივნეულობაა მარჯვენა დიაფრაგმის ნერვის კისრის წერტილში ზეწოლისას.

იავორსკის სიმპტომი

აპენდიციტის ნიშანია: მარჯვენა ფეხის წამოწევისას, ილეოცეკალური მიდამოს პალპაცია მტკივნეულია.

კლემის სიმპტომი

აპენდიციტის შესაძლო რენტგენოლოგიური სიმპტომია: მუცლის ღრუს მიმოხილვითი რენტგენოლოგიური კვლევისას, არცთუ იშვიათად აღინიშნება აირების დაგროვება ილეოცეკალურ არეში.

კობრაკის სიმპტომი

რეტროცეკალური აპენდიციტის შესაძლო ნიშანია: ავადმყოფი წევს მარცხენა გვერდზე, ფეხები მოხრილი აქვს მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრებში და მიზიდული აქვს მუცელთან; ექიმი საჩვენებელ თითს მიმართავს (რექტალური გამოკვლევისას მამაკაცებთან და ვაგინალური გამოკვლევის დროს ქალებთან) ზემოთ და მაჯვნივ, დამხურავი ფირფიტის (მემბრანის) ამ ადგილზე ზეწოლისას ავადმყოფი ძლიერ ტკივილს განიცდის.

კიუმელის წერტილი

განსაზღვრავენ ქრონიკული აპენდიციტის დროს: მტკივნეული წერტილია ჭიპიდან 2-სმ.-ით მარჯვნივ და ქვემოთ.

ლანცის სიმპტომი

აპენდიციტის ნიშანია: მარჯვენამხრივი კრემასტერული რეფლექსის შესუსტება ან გაქრობა.

ლანცის წერტილი

განსაზღვრავენ აპენდიციტის დროს: მტკვინეული წერტილია თეძოს წინა ზედა წვეტების შემაერთებელი წარმოსახვითი ხაზის შუა და გარეთა მესამედების საზღვარზე მარჯვნივ!

ლაროშის სიმპტომი

აღინიშნება მწვავე აპენდიციტის დროს: ჰიპერექსტენზიის არარსებობაა მარჯვენა მენჯ-ბარძაყის სახსარში.

ლაროკის სიმპტომი

მწვავე აპენდიციტის შესაძლო ნიშანია: მარჯვენა ან ორივე სათესლის წამოწეული, მუცელთან მიზიდული მდებარეობაა, რომელიც ან თვითნებურად აღიძვრება ან მუცლის პალპაციის დროს.

ლენანდერის სიმპტომი

დაიკვირვება მწვავე დესტრუქციული აპენდიციტის დროს: იღლიის ფოსოსა და სწორ ნაწლავს შორის ტემპერატურა ერთ გრადუსზე მეტია!

ლოქვუდის სიმპტომი

აპენდიციტისა და მუცლის ღრუში შეხორცებების არსებობის ნიშანია: მუხლის სახსრებში ოდნავ მოხრილი ფეხებით, ზურგზე მწოლიარე ავადმყოფის ილეოცეკალური მიდამოს განმეორებითი პალპაციისას, ზოგჯერ ისმის გადადენილი სითხით გამოწვეული ყურყური და ხმაური.

მასტინის სიმპტომი

დაიკვირვება აპენდიციტის დროს: ტკივილია ლავიწების არეში.

მაკ-ბერნის სიმპტომი

აპენდიციტის ნიშანია: პალპაციისას მტკივნეულია წერტილი, რომელიც განლაგებულია ჭიპისა და მარჯვენა თეძოს წინა-ზედა წვეტის შემაერთებელი წარმოსახვითი ხაზის შუაში.

მელცერის სიმპტომი

აპენდიციტის ნიშანია: განზიდული ფეხის მენჯ-ბარძაყის სახსარში აქტიური მოხრა და თეძოს წინა ზედა წვეტსა და ჭიპს შორის შუა წერტილზე ერთდროული ზეწოლა ტკივილს იწვევს.

მორისის სიმპტომი

აპენდიციტის ნიშანია: ტკივილის აღმოცენებაა მუცლის პალპაციისას თეძოს წინა ზედა წვეტისა და ჭიპის შემაერთებელი წარმოსახვითი ხაზის გასწვრივ, ჭიპიდან დაწყებული 5 სმ. მანძილზე.

მერფის სიმპტომი

აპენდიციტის დროს მცირე რაოდენობის გამონადენის არსებობის ნიშანია: ოთხი თითით ერთმანეთის მიყოლებით პალპაციისას (ისე როგორც როიალზე დაკვრისას) მუცლის ქვემო ნაწილში, მარჯვნივ, ჩვეული ტიმპანური ხმიანობა არ არსებობს!

მანროუს სიმპტომი

აპენდიციტის ნიშანია: პალპაციისას გამოვლინდება მტკივნეული წერტილი, რომელიც მდებარეობს ჭიპისა და თეძოს ძვლის წინა-ზედა წვეტის შემაერთებელი წარმოსახვითი ხაზის მუცლის მარჯვენა სწორი კუნთის გარეთა კიდესთან გადაკვეთის წერტილში.

ოტის სიმპტომი

აპენდიციტის ნიშანია: მარცხენა გვერდზე გადაბრუნებისას ავადმყოფი განიცდის მქაჩავ ტკივილს.

პაირის სიმპტომი

დაიკვირვება მენჯის ფორმის აპენდიციტის დროს: სფინქტერის ჰიპერესთეზია ტენეზმებითა და სპასტიური განავალით.

პასკუალისის სიმპტომი

იღლიისა და სწორი ნაწლავის ტემპერატურების „გახლეჩა" 10 ცელსიუსზე ნაკლებად, 380C და უფრო მაღალი ტემპერატურის დროს, მიუთითებს სუბსეროზულ რეტროცეკალურ აპენდიციტზე ან სხვა ნებისმიერი ლოკალიზაციის ფარულ აპენდიციტზე. 10C-ზე უფრო მეტი ტემპერატურათა სხვაობა კი მუცლის ღრუში თავისუფლად მდებარე დანამატის ანთებაზე მიუთითებს.

პრჟევალსკის სიმპტომი (1)

აპენდიციტის შესაძლო ნიშანია: ბარძაყის შემომხვევი არტერიის ირგვლივ განლაგებული ლიმფური კვანძების გადიდება და ამით გამოწვეული შემსხვილება (ამობურცვა) მარჯვენა საზარდული იოგის არეში.

პრჟევალსკის სიმპტომი (2)

აპენდიციტის შესაძლო ნიშანია: მარჯვენა ფეხის წამოწევის შესაძლებლობა შეზღუდულია!

რედერის სიმპტომი

აპენდიციტის ნიშანია: ტკივილია სიგმური ნაწლავის სწორ ნაწლავში გადასვლის საპროექციო წერტილის ზემოთ და მარჯვნივ.

რიშეს სიმპტომი

აპენდიციტის ნიშანია: ბარძაყის მომზიდველი კუნთების შეკუმშვის გამოვლენაა.

როტერის წერტილი

ეს მტკივნეული წერტილი დესტრუქციული აპენდიციტის არსებობაზე მიუთითებს: დუგლასის სივრცის თითით რექტალური გამოკვლევისას, სწორი ნაწლავის წინა კედლის საპირისპირო მიმართულებით, ზემოთ და მარჯვნივ, ჰიპერესთეზიისა და ძლიერი ტკივილის სახით აღიძვრება საპასუხო რეაქცია პერიტონეუმის მხრივ, რომელიც არ რეაგირებდა მუცლისმხრივი გამოკვლევისას.

რუს სიმპტომი

ჩირქოვანი აპენდიციტის ნიშანია ინფილტრატით: ბრმა ნაწლავის პალპაციის დროს, შეიგრძნობა მსუბუქი, რბილი წინააღმდეგობა, რომელიც კონსისტენციით „სველი მუყაოს მილაკს" მოგვაგონებს!

როვზინგის სიმპტომი

აპენდიციტის ან ტიფლიტის ნიშანია: მარცხენა თეძოს მიდამოს პალპაციისა და დასწვრივ კოლინჯზე ერთდროული ბიძგისებური ზეწოლისას, ბიძგის წნევა აირების მეშვეობით გადაეცემა ილეოცეკალურ მიდამოში, რაც ტკივილის აღმოცენების მიზეზი ხდება!

ზატლერის სიმპტომი

აპენდიციტის ნიშანია: თუკი მჯდომარე ავადმყოფი ასწევს გამართულ მარჯვენა ფეხს, მაშინ ილეოცეკალურ არეში ტკივილი ვლინდება.

ზელჰეიმის სიმპტომი

აპენდიციტის ნიშანია ქალებში: ვაგინალური და ზოგჯერ, თითით რექტალური გამოკვლევის დროსაც, შეიგრძნობა გასქელებული და მტკივნეული გავა-საშვილოსნოს იოგი. სიმპტომს მხოლოდ მაშინა აქვს დიაგნოსტიკური მნიშვნელობა, როდესაც შესაძლებელია გინეკოლოგიური დაავადბების (ანთებითი, საშვილოსნოს გარე ორსულობა) გამორიცხვა.

სორეზის სიმპტომი

აპენდიციტის ნიშანია: თუკი ავადმყოფი, რომელიც ზურგზე წევს და ფეხები მოხრილი აქვს მუხლის სახსრებში, ჩაახველებს, მაშინ მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოს ერთდროული პალპაციის პირობებში, არცთუ იშვიათად, აღმოცენდება ტკივილი მაკ-ბერნის წერტილში.

სუპო-სეილეს სიმპტომი

დაიკვირვება მენჯში განლაგებული ჭიაყელა დანამატის ანთების დროს: ღრმა ჩასუნთქვა ტკივილს იწვევს შარდის ბუშტის მიდამოში.

ტრესდერის სიმპტომი

ზოგჯერ დაიკვირვება აპენდიციტის დროს: მუცელზე წოლის დროს ტკივილი მცირდება.

ვახენჰეიმ-რედერის სიმპტომი

აპენდიციტის ნიშანია: თითით რექტალური გამოკვლევისას აღმოცენდება ან ძლიერდება ტკივილი ილეოცეკალურ არეში.

ვიდმერის სიმპტომი

აპენდიციტის სიმპტომია: ზოგჯერ ტემპერატურა მარჯვენა იღლიის ფოსოში უფრო მაღალია, ვიდრე მარცხენაში.

ვოლფის სიმპტომი

კოჭლობაა აპენდიციტის დროს! 

კითხვის გაგრძელება
  156 ნახვა